პოეზია · ლირიკა
* * * ახალ ტკივილს და საწუხარს ახალს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
ახალ ტკივილს და საწუხარს ახალსვიმატებ, როცა დიდხანს გიცქერი.ამ შემოდგომამ შემოგვინახაუტყვი ტირიფის სპილენძისფერი.
სულ სხვას აჩუქე, სულ სხვას აგემეშენი სხეულის ფაქიზი თრთოლა.თითქოს შეფარვით შენი სულიდანისევ მოწვიმა, ისევ მოთოვა.
დღეს აღარაფრის არ მეშინია.სხვა სიხარული უკვე მეწვია.დრო ყველა სხეულს გაავერანებს,ნესტი დაალპობს და შეჭამს ჭია.
ამქვეყნად, კარგო, მე არ ვცდილობდი,მქონოდა დღენი ლაღი და ტკბილი.თურმე მცირედი გზა გამივლიადა ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი.
უცნაურია ჩვენი ცხოვრება.ასე ყოფილა, იქნება ასე.არყის ხეები აყვავებულადა გაფოთლილა ძმათა საფლავზე.
ჩვენც ვიშრიალებთ მაღალ ხეებად,ასე სცოდნიათ მათაც გართობა.არა ყვავიან ზამთარში ვარდნი,მაგრამ არ ვტირით ჩვენ უვარდობას.