↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი დედას (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ესენინი სერგეი

2012-08-121 წთ საკითხავი1014 ნახვა

—
ხომ კარგადა ხარ, ჩემო მოხუცო,მე მოგიკითხავ კეთილი სალმით.ჩვენს პატარა ქოხს ნათელი ადგასდა იისფერი კვლავ ასდის კვამლი.
გთხოვ, დაივიწყო ძველი წუხილი,ჩემზე ფიქრები, ვხედავ, გელტვიან,და ძველ კაბაში გამოწყობილინუღარ დაიწყებ გარეთ ხეტიალს.
ჩემო ძვირფასო, ღამის წყვდიადშისიზმრად რას ხედავ არ ვიცი განა?თითქოს დუქანში ცხარე ჩხუბისასგულში მასობენ მე ფინურ დანას.
სისულელეა, გირჩევ, დამშვიდდე.ვგრძნობ უჩემობა ძალიან გიმძიმს.ლოთი არა ვარ, და ამიტომაცსულაც არ ვფიქრობ უშენოდ სიკვდილს.
უწინდებურად კვლავ ვარ ფაქიზი,და მხოლოდ ამას ვინატრებ დღეს მე,დამძიმებული ურვით და დარდითდავბრუნდებოდე სახლში ოდესმე.
მე დავბრუნდები ამ გაზაფხულზე ,როს აყვავდება ტოტები რცხილის.ოღონდ ამას გთხოვ, როგორც რვა წლის წინნუ გამაღვიძებ მე ადრე დილით.
გთხოვ, წარსულ დღეებს ნუ გამახსენებ,რაც განვლილია ნუ სწუხხარ მასზე,ძალიან ბევრი გადავიტანე,ბევრიც დავკარგე ცხოვრების გზაზე.
ლოცვას ნუ მომთხოვ. რა საჭიროა.წარსული გაქრა, როგორც სანთელი.შენ ერთი დამრჩი ამ ქვეყანაზეჩემი მშველელი, ჩემი ნათელი.
გთხოვ, დაივიწყო ძველი წუხილი,ჩემზე დარდები ისევ გელტვიან,და ძველ კაბაში გამოწყობილინუღარ დაიწყებ გარეთ ხეტიალს.

ესენინი სერგეი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი