↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოვა... მაგრამ როდის?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
შორეული ქალის ეშხიმოვა... მაგრამ როდის?სიყვარული სასახლეშიმხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,ბედი რჩეულ ფერის;სიცოცხლეში თეთრი გედიმხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვად არისდენდის... მეფე მონის.ქარში ათრობს არემარესოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზეჩნდება სახე მკრთალიშუაზელი, ესტარგეზიდა თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,ჩემი ძველისძველილექსი არის უნებურისიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებითმე ვერსალის ბროლი,მაცდურ თვალის გადევნებითმტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯა რაშიმიჰქრის საშიშ-ჩქარიდა ბილიკთა ლურჯ ქვიშაშიმიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:დოვინ, დოვენ, დოვლი...თოვლი, ფიფქი და აპრილი,ვარდისფერი თოვლი.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი