↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოვა… მაგრამ როდის?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106502 ნახვა

—
შორეული ქალის ეშხიმოვა... მაგრამ როდის?სიყვარული სასახლეშიმხოლოდ ერთხელ მოდის!ასეთია ნაზი ბედი,ბედი რჩეულ ფერის,სიცოცხლეში თეთრი გედიმხოლოდ ერთხელ მღერის!ზრდილი, ნაზი და მეფური,ჩემი ძველისძველილექსი არის უნებურისიზმრით შემმოსველი.მხოლოდ თეთრი შადრევნებითმოკისკისე ბროლი,მაცდურ თვალის გადევნებით,მტანჯავს მსუბუქ მქროლი.აჰა, ვხედავ - ლურჯა რაშიმიჰქრის საშიშ-ჩქარი,და ბილიკთა ლურჯ ქვიშაშიმიაქვს მძაფრი ქარი!მიჰქრის დალალგადაყრილიდოვინ-დოვენ-დოვლი:თოვლი, ფიფქი და აპრილი,ვარდისფერი თოვლი.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი