↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხულიგანი

ესენინი სერგეი

2021-09-131 წთ საკითხავი580 ნახვა

—
ჰგვის სველი ცოცხით ტირიფის ფოთლებსეს წვიმა მინდვრად. — დაე, წარიღოს,ქარო, ნაფურთხი მიდამოს მოსდე,ხულიგანი ვარ, შენი არ იყოს.
მე მიყვარს, როცა ლურჯ ტყეში ხარნიმსხვილი მუცლებით, მავალნი მძიმედ,აღრევენ ფოთლის გროვებს ტლანქ ტანით,მუხლისთავებით სვრიან ხის ძირებს.
ჰე, აი ჩემი ნახირი ჟღალი!ვით ამღერებდა ის ასე სხვა გულს!ვჭვრეტ — მწუხრნი ცაზე ჩამონაშალნიადამიანის ლოკვენ ნაფეხურს.
შენ, გაუთლელო მხარევ რუსეთის!გიგალობს სული შენი პოეტის,ჩემი ცხოველი ლექსების სევდასმე შენი პიტნით ვასაზრდოებდი.
ამოდი, მწუხრო, მთვარის ხელადავ,აღმოსვი არყის ხეთა ამო რძე,ღამე ლამობს, როს თვისი ხელებითვიღაც მიახრჩოს სასაფლაოზე.
ბოროტ შხეფებით ივსება ბაღი,ნაბიჯით ქურდის და ბელზებელის,ეს თავად მე ვარ იგი ყაჩაღიდა სტეპის ცხენთა გამტაცებელი.
რომელს გინახავთ, ველურ ბლის რიგივით დუღს მთვარიან ნათელ ღამეში,მომწყურდა ანცი ბავშვობა იგი,ხელჯოხით ცისფერ მწუხრში თამაში.
ჩამოდგა ჟამი კულულთა ჭკნობის,გიზგიზებს გულში სიმღერის ალი,სასჯელად მაძევს კატორღა გრძნობისდა პოემების წისქვილთ ტრიალი.
მიდამოს მოსდე, ქარო, ნახველი,სადაც ქროლვაა, ბედიც იქ არის,ვერ შემცვლის მგოსნის მშვიდი სახელი,ჩემს სიღერებშიც ვარ ხულიგანი.

ესენინი სერგეი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი