↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაბადებიდან ეს ბედი იქავ"

ესენინი სერგეი

2021-09-131 წთ საკითხავი577 ნახვა

—
დაბადებიდან ეს ბედი იქავყველა არსს ბეჭდავს თავისი დაღით,მე რომ პოეტად არ ვშობილიყავ,დამიძახებდნენ ქურდსა და თაღლითს.
მხრებაწურული და ტანმორჩილი,მტვრიან ქუჩაში ნამამაცებიო, ხშირად, ხშირად გატეხილ ცხვირითმე ვბრუნდებოდი სახლში ნაცემი.
თავზარით მჭვრეტდა დედა და ასესისხლიან პირით მე ვცრიდი მყისვე: —„არაფერია! დავეცი ქვაზე,ხვალ შეხორცდება ჭრილობა ისევ!“
ახლა განელდა იმ დღეთა ალიდა გაიარეს მწველმა ვნებებმა,დაუდეგარი მშფოთვარე ძალიგადმოიღვარა ჩემს პოემებად.
ყველა სტრიქონში, რაც მე თქმად ვცადე,ბრწყინვაში ოქრო-სიტყვათა ხვავის,აღბეჭდილია ის სიგულადეაწყვეტილისა და შფოთისთავის.
ამაყად ვვლი და არც ვიცი დაღლა,სიახლე ღელავს ჩემში ფარული,თუ ადრე მცემდნენ სახეში, ახლასისხლიანი მაქვს ერთიან გული.
აწ დედის ნაცვლად ბრბოს ვეტყვი ასე,ბრბოს, თავს ხარხარით რომ იხალისებს, —„არაფერია, დავეცი ქვაზე,ხვალ შეხორცდება ჭრილობა ისევ!“

ესენინი სერგეი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი