↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რეზინის სიყვარული (მარიბელის)

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი4423 ნახვა

—
რამდენად უსაფრთხოა რეზინის სიყვარული?ის არის წელვადი, დრეკადი და კონფორმისტული...რეზინივით მოხელთებადი გრძნობები,მანიპულირებადნი ჩემგან.მიზერული ტრამვების ფასად... ნახეთქები გულის ფსკერზე, მიკრო-ინფარქტი;რამდენად ვნებიანია რეზინის კოცნა?ის არის ბუტაფორია ანდა რეალობა, კეკლუცი...მზარდი განზომილების მატარებელი ნეირონები.ტევადია და უძირო, გუბურაში არეკლილი ნახევარმთვარესავით...რეზინის საყდარი, ჰო, ერთხელ მინახავს სადღაც...რეზინის, თუ პოლიმერის მოძღვარი გვწერდა ჯვარს!რეგულარული შეერთებების შემდგომ _ შენთან...შენგან გადმოღვრილი, ჩემში, ელექტრო-იმპულსურიორგაზმის რხევები!..რეზინის რევმატიზმი და რეზისტენტულობა;მე ამ კანს, რომელშიც ვცხოვრობ, გავწელავ შენამდე.._ სადაც არ უნდა მეგულებოდე!.._ სადაც არ უნდა იხატებოდე ტოტალურ სიზმრად, ძვირფასო!მაცალე მოგირგო რეზინის სამყაროსავით, ჩაგიტიო...რამდენად უხარვეზია დნობადი სილიკონის ფაქტორი, შენს უზომო მკერდში?გამაგონე მდუღარე სუნთქვის პერიმეტრული ჟღერა,დამანახე სუსხი გუგების, გუნდების წყლად ქცევა-უკუქცევადი...მუდმივად განვაახლებ ღვთიურ რეესტრში შენი წებოვანი სხეულისპრივატიზაციას! _ დამერწმუნე...დადგება დრო, როდესაც საშლელი რეზინითავაცლი შენს ანარეკლს, იმ დესპოტ მთვარეს, დედას შენსას...მაჩუქე რეზინის კდემა და კაუჩუკის სათნოება, კვლავ მარად მორგებადი, ჩემთვის...მაჩუქე უთავბოლოდ მსრბოლი სიჩქარე,მოლეკულური ურთიერთშერწყმით რომ დასრულდება უთუოდ...მიწილადე რეზინის სიყვარულის პრელუდია, როგორც სიზმარი,უფორმოვ, ჩემო...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი