↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორთა მეგობარი სასაფლაო

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
(ტერენტი გრანელს)
წლებში გაბნეული უთვალავი ფიქრების მოზაიკა,დღეს აქ ვარ სხვამხრივ, გონებაში სკდება სიმსივნე _განწყობაც სხვაა, მაგრამ სიწყნარე იგივე სუფევს:შორ საყვირების პოეტური გამოჟღერებით...სულის გრგვინვაში ვეღარავინ შესცილებია!ღამის დებოშებს ანაზებდა წაბლისფერ თმებითდა ცისფერ თვალთა სიღრმისეულ უფსკეროობით!_ ამჟამად გრანელს, ჩემს ხედვაში, სხვა ადგილს ვუთმობ.იგრძნობა რადგან, მის სტროფიდან ნისლოვანება,რადგან მის გუმანს ვერ ჩაწვდება ვერვინ ბოლომდე,მხოლოდ ჩემშია ამ შეცნობის უმეტესობა...ზაფხულის ბოლო იწურება ხავერდულ ფითრით,მისი ხელყოფა ნასამარევს გაადიადებსდა ჩემი ლექსიც მოედება ერთგვარ ქაოსად.კვლავ სულის უკუნს მივუძღვნი მას, მრავალგვარ გრძნობით,კვლავ ჩემი სახე მის პროფილში გადაიზრდება.ცივი ქვებიდან სისხლიანი ამოვა გვამი,პოეტის სიკვდილს გააქარწყლებს მწველი სიცხადით.დამრჩება ხსოვნის ერთ კუნჭულში, ტერენტის მზერა,გარდაიცვლება მოგონების შლეგი სტიქია...წლებში შერეულ, უთვალავი დარდების წყებით!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი