↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წმ. მარგარეტ

რთველიაშვილი ზურაბ

2010-08-121 წთ საკითხავი2010 ნახვა

—
შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!შენ გიყვარს ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,მშობლის ალერსით უწმინდესი სექსს მიქადაგებდა ზაფხულივით დანებდები ხვალ შემოდგომას.
რა არის შენი თვითმიზანი ან უმიზნობა?ვისთვის მსახურებ, თეთრი მკერდის რწევით დასველდი,თუ შეგწევს ძალა, ჩემს სხეულზე შენც მოიზომეწარმართის ხელით აღმართული ეგ ცხელი სვეტი.
შენ ვნებიანი ხარ წმინდანი, ჩემო მარგარეტ!მსჯავრად დამადე მძიმე შიში სიმშვიდის მიმართ,სულის ორგაზმით ტკივილებზე გადაატარეჩქარი ელმავლის გაქანება გვირაბის მიღმა.
შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!ფათერაკივით გაურბიხარ საკუთარ სხეულს,როგორც მშობელი და წმინდანი სექსს მიქადაგებთავგზააბნეულს და ლექსების ბოდვით შერყეულს.
შენ იცი ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,რომ ააფარო სველი საშო მზის მხურვალებას,შენ ხარ ზაფხული პოეტების და შემოდგომა,წმინდა დედა ხარ! - ამიტომაც უძლებ წამებას...
რთველიაშვილი ზურაბ

რთველიაშვილი ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი