პოეზია · ლირიკა
წმინდა მგლების ლოცვა
წმინდა მგელი ვარ,ვერცხლისფერი დავფარე ველი –ულუფას ველი შენი ხელითუფალო წმინდა !მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭისდა მცველი(ა) უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუშენდამი ჩემი ლოცვამიიღე წმინდად !თაკარა მზეა ჩემი მოწმე,მიელავს თვალშიუნეტარესი და სასტიკინადირის მზერა,ბევრ ხიფათს ავცდი,როცა ცხელ მსხვერპლსვედექი კვალში,ასეთი არის წმინდა მგლებისმრწამსი და რწმენა!..არა მწამს ფიცის,მაგრამ ვიცი,სავსეა თასიმე ამ თასს ვიცავ,როგორც წმინდა გრაალის მცველიმგელი ვარ!მინდა გამოვცადო სიფხიზლის ფასიანვეცე ყელში თუ მომეცაამისი ნება...ამ ბგერებს ცისკენ,როგორც ღრუბლებსყმუილით ვდევნი!ჩემი ძელია გზები გრძელიუფალო წმინდა!მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭისდა მცველი(ა)უუუუუუუუუუუუუშენდამი წრფელი ლოცვამიიღე წმინდად...