↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვალერიან გაფრინდაშვილს

ტაბიძე ტიციან

2010-08-121 წთ საკითხავი10772 ნახვა

—
შენი ოცნება მოიხარშა გოიას ქვაბში,აღარ სცილდები დაბნელებულ ძველ ესკურიალს.მწარეთ გაწამებს ბალახვანი, როგორც გურიელს,ღამის მხედარო, ანთებულო ღამეთა წვაში.
შენ შეიყვარე ოფელია, აღარ სცვლი სხვაში.ვიცი, რომ უფრთხი გაგიჟების სხვა ქარის ტრიალს,მაგრამ სადავე შენი ლექსის დახრის დარიალს,ახლოა მოსე, პოეზიის მეწამულ ზღვაში.
დუელში მოკლულ ორეულთა დადევი გორი,ლოტრეამონის მაინც გებრძვის შენ მალდარორი,მეც შენთანა ვარ ამ ბრძოლაში, ვინ დამაკავებს?
უკანასკნელი დაისების ცეცხლში ალდები,მეც თავს დამნათის ჩემ ქალდეას ცეცხლის კალთები,მაგრამ სახელი პოეტების უფრო გვაბრმავებს.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი