პოეზია · ლირიკა
წიწილა
ბებომ მითხრა – კვერცხებიკრუხს დავუწყოთ, აჩიკო,თუ გინდა, რომ ღუნღულაწიწილები დაჩეკოს.
ერთი კვერცხი ავიღე,ვატრიალე ხელში დახან ზემოდან დავხედე,ხან შევხედე ქვეშიდან.
მერე მზეზეც გავხედე,მომეჭუტა თვალები –ვერც ფანჯარა ვუპოვე,ვერც ვუპოვე კარები.
ნეტავ, გამაგებინაამ წიწილას რა მოსდის,როგორ შედის შიგნით ანგარეთ როგორ გამოდის?