პოეზია · ლირიკა
ქარი და ღრუბელი
– რა გატირებს, მითხარი,პაწაწინა ღრუბელო?აცა-ბაცა დადიხარ,როგორც ცხენი უბელო.– მინდოდა, რომ მენახაეს ქვეყანა მაღლიდან.კიდეც ვითამაშებდი,განა რამე დამღლიდა.
მაგრამ დედა დავკარგე,ცაზე არსად არ მოჩანს.სადმე ხომ არ გინახავს,ასე რატომ ჩამომრჩა?
– განა დედა, შენ თვითონდაკარგულხარ, ღრუბელო.დამაცადე, ახლავეძლიერად დავუბერო.
გაგაქროლებ ლურჯ ცაზე,ერთად გავშლით იალქნებს,ქვეყანასაც ნახავ დადედიკოსაც მიაგნებ!