პოეზია · ლირიკა
ფრანსუაზა - ფრანსუას
ვუძღვნი ტ. ჭანტურიას
დაეხტება შემოდგომის ნისლის ფერი ურცხვი დღეებიდა კუდმოწყვეტილ უნასივით მიირკალება;მე რომ ვგლოვობდი,იმ საათის ჩამოჰკრა ზარმა,გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა."ვიყავი ისეთი ლამაზი დავიყავი ისეთი სასურველი,გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდანშენზე ოცნებაში გავსულელდი.საკინძეს ვისწორებდი, ვიმორცხვებდი,ზეცა საზმანები გიქე მე,მერე - ხათრი ვეღარ გაგიტეხე,ბუჩქებში... ძველებურად მიგემე.ლექსები წამიკითხე ბოდლერის დაუცებ გავიხსენე მოლიერი, -ვიყავი კაბაწამოხდილი,მგესლავდა შავი მორიელი.ეს კაბა, ლილისფერი, ვარდნაფენი,მოწმე ჩვენი წრფელი ალერსის,ისე გათხელდა და გაიცრიცა,მგონი კოცნის ხმაც კი არ ესმის"...სენის ნაპირზე, "წითელ არვესთან",ჩამოწვა სმოგი,დღეს ვიღას ახსოვს, კახპების გიჟო,ეგ შენი ურვა!...- მოვედით, ფრანსუა, გაიღვიძე, გველის პარიზი,მექანიკური სანაგვე ურნა.. . . . . . . . . . . . . . . .შემოწოლილი გაზაფხულის სუნთქვა მაძალებსლექსები ვწერო,სადღაც მიაფრენს ჩემს თეთრ ლეჩაქსცალფეხა წერო.