↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაუგონარი მკრეხელობის გამო ამ ლექსს სათაური ვერ დავარქვი

ღურჭუმელიძე მანანა

2010-08-121 წთ საკითხავი320 ნახვა

—
არ მოგწონთ ეს ჩაჩი,კლოუნის შარვალი,ყირაზე გადავალ გონჯი არლეკინი,თქვენთვის შეინახეთ უბიწო მანდილი,ვერაფერს შემასმენთ,ისე ვარ გატლეკილი.მე თითქმის მიყვარხარ, ნუშები აყვავდა,ნუთუ შენ არა გცემს სურნელი თივის,წავიდეთ ამაღამ სათნო მარიამთან,ჩვენთვის ოთახი აქვსდა ღვინო ცივი.რად გიკრთის, ძვირფასო, ბრჭყვიალა შარავანდი,შეხედე, ნაპრალებს ხახა დაუღია, -ის შენი ნაჩუქარი უზალთუნიყვავ-ყორანს,ყვავ-ყორანს წაუღია.ჩვენ მაინც დილამდე ვინებივროთ,ტრაბახით ავიკლებ მერე ქალებს:- წუხელი მეუფეს ვუყოფდი სარეცელს,ვნებით მიკოცნიდა თვალებს.ეს მე გეახელი,მოვედი შორიდან,გოლგოთა ვერ ვიწამე, წმინდაო მარიამ,სახლის კარს ღიად ვტოვებ შობა ღამეს,აღდგომას ჩემთან მოვა,მოვწონვარ ძალიან!

ღურჭუმელიძე მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი