↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯულიეტა მკურნალობის მორიგი კურსის დამთავრების შემდეგ რომეოსკენ იჩქარის

ღურჭუმელიძე მანანა

2010-08-121 წთ საკითხავი324 ნახვა

—
(ციკლიდან "იქ მიჩიგანთან...")
დღეს მშვენის კოლჰოტკა ბარძაყზე ნაყშებით,უზადო პეიზაჟს ირეკლავს პარკეტი,ვია პალაცოზე კვლავ მელის მიჯნურიუბეში შპრიცის და ამპულის პაკეტით.დავემშვიდობე დისპანსერს გუშინწინ(მაწუხებს გავაზე სიმსივნე ნანემსრის)შენ კი მითავაზე ძვირფასი პანღურიდაღლილ-დაქანცულს და ისედაც დაგესლილს.მერე ეგრევე ხვრინვა ამოუშვი,მუდრეგო, საწოლში ვერა ხარ ძლიერი;თუმცაღა, რას გერჩი კაეფში გაშოტილს,არც მე მაქვს ვენერას ხოში და იერი,ასე სჯობს: - მუთაქა ჩავიდოთ შუაში,რა გზაა, - განთიადს შევხვდები მარტოკა;როგორც ჩანს, იგიჟა წუხელის გემოზე,ეს წუწკი ჯენტლმენი თავსაც ვერ ატოკებს.ვაბოლებ, ტუმბოზე თვლემს ბიუსტჰალტერი,სირჩაში მაცდურად გიზგიზებს არაყი;- თქვე ჩემის კვინტრებო, ფეხებზე მკიდიხართ,ეგ თქვენი აკლდამა ფურთხადაც არა ღირს!

ღურჭუმელიძე მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი