↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც არ ითამაშება, ის არც იცხოვრება

ხარანაული ბესიკ

2011-08-121 წთ საკითხავი6025 ნახვა

—
განა შეიძლება, იცხოვრო და თან შეეგუო,რომ არ იყო გამორჩეული?განა შეიძლება, არ იყო ლამაზი?!
კვირა დილას, ბაზრობა დღეს,ჩემს მშობლიურ დაბა თიანეთში,როცა ცხელი ზაფხულის დღე მელოდა მხოლოდ,მე გამახსენდაჩვენი ძველი, გარდასული დროის წითელი მამალი,რომლისთვისაც უნდა მიმებაძა.
გავიხსენე, როგორ მიდიოდნენ ბრძოლებში უწინ:არა ჩამოძონძილ-ჩამოღვენთილნი -როგორნიც მალევ შეიქმნებოდნენ,არა რაგინდ მოსასხამით, რაგინდ მახვილით,არამედსაქორწინოდ გამოწყობილ სიძეებივითდა ქურუმებივით კოპებშეკრულნი,რადგან მიდიოდნენ თავის გასაცხადებლად -გულწრფელნი.
და... განა შეიძლება იყო გულწრფელიდა არ იყო წასაგებად გამზადებული?
რა ავი ძაღლი გვყოლოდა და რა ის მამალი,სულ ღობეებს გარეთ იწევდა,სულ ცერებზე იყო შემდგარიდა ცალი თვალით მუდამ ეზოს კარს ვდარაჯობდით(შემოსულ კაცს ზედ აფრინდებოდა),რომ არ გაგვქცეოდა.ვიღაცას მაინც დარჩა კარი,ან ვიღაცა ელდანაცემმათვისუნებურად გზა უტია და... დაგვეკარგა.
და... განა შეიძლება, იყო ლამაზიდა არ იყო დასაკარგად გამზადებული?
კვირა დილას, ბაზრობა დღეს,ჩემს მშობლიურ დაბა თიანეთში,როცა ცხელი ზაფხულის დღე მელოდა მხოლოდ,მე გამახსენდაჩვენი ძველი, გარდასული დროის წითელი მამალი,რომლისთვისაც უნდა მიმებაძა.
ჟინით აღვივსე, შევიმოსე ათას ატლასით,გასაავებლად გადავკარი ერთი არაყი,გავაღე კარი ეზოსი და...წაველ ამაყი.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი