↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9124 ნახვა

—
შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ,მაშორე ღელვის, განდევნის დღენი.როდესაც გავხდი მფლობელი შენი,დღე მედგა ტანჯვის და სახმილისა.
ზღვა ბობოქარი თუ გამირისხდა,თუ გადმოსკდება ტალღების გრეხით,იფეთქებს ელვა, იჭექებს მეხი,შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ.
მელის სიმშვიდე მყუდრო ბინისა,თუ მგზავრობა და ქვეყნები ვრცელი,ან თუ ფიცხელი ბრძოლები მელის,შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ.ტკბილი ზმანება სიყმაწვილისა,ბავშვური სულის მნათობი წმინდა. . .ჩამიქრა იგი. . . მომიცვა ბინდმა. . .შენ დამიფარაე, ჩემო თილისმავ.
ნუ გამახსენებ ჟამს ტკივილისას,არ მასვა შხამი, არ გამიმეტო.მშვიდად, სურვილო, დაცხრი, იმედო,შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ.
1825

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი