პოეზია · ლირიკა
მთვარისადმი (მთარგმნელი: დავით წერედიანი)
გადანისლავ ტყეს დაბუჩქებსგამჭვირვალე ნისლით,უმალ დამხსნი ქვეყნის ტრიალს,სიზმრად გადამისვრი.
ჩემს ველებზე, ჩემს ბორცვებზედახვალ თანისთანად,როგორც თვალი მეგობრისასვესა ჩემსა დანათ.
მარტოდმარტო გამოვყვებიშენი შუქის ლივლივს,სიხარულს და წუხილს შორისმარტოდმარტო ვივლი.
დაიღვარე თეთრო ღვარო,წამისაა შვება,ვინც გვიყვარდა, რაც გვიყვარდა,გულის ძაფზე გვება,
ჩქარობს ღვარში ჩაიკარგოს,ჟამთა დენას გაყვეს...შევინახავთ მოგონებას,განუკურნელ ნაღველს.
დაიღვარე, დაეფინემთა-ბარს კიდით კიდე,ჩემს ჰანგებში იშრიალებ,საგალობლად იდენ,
როცა ბორგავ, მოიმღვრევიპირქუში და ავი,თუ ციმციმით ეწვეთებიგაზაფხულის ყვავილს.
ნეტარია, ვინც განშორდაგნიასსა და ყავყავს,ვისაც მხოლოდ ერთი უყვარსდა, ვინც უყვარს, თან ჰყავს.
მის გვერდიგვერდ, ღამით ღამეეძებს, უსმენს, ეძებს,რაც არვისგან მისაგნებიბრუნავს გულის გზებზე.