პოეზია · ლირიკა
განშორებულს (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე)
რა ხდება, ნუთუ მართლა დაგკარგე?ნუთუ დამტოვე? ო, არა მჯერა!მაშ ძველებურად ყურში რადა რეკსშენი ყოველი სიტყვა და ბგერა.როგორც მოგზაურს, დილაადრიდან,ცაზე ამაოდ დაურბის მზერა,მისი უძირო სილაჟვარდიდანროს ჩამოესმის ტოროლას მღერა,მეც ასე გეძებ, თვალის ცეცებით,მინდორში, ტყეში, ზემოთ და ქვემოთდა ცრემლიანით გიხმობ ლექსებით:დამიბრუნდიო, სიცოცხლევ ჩემო!