პოეზია · ლირიკა
შუაღამის მგზავრული (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე)
(ერთი ლექსის შვიდი ჩემეული თარგმანი)
*მთათა თოვლა ქიმებზემდუმარება თვლემს,ხეთა წვეროკინებზენაზი ქიზი ფრენს,აშურშულებს ფრთებს,არსით ჩიტის სუნგალი,მოითმინე, სულ მალედაისვენებ შენც.*მისცემიან მთანიძილს,ფოთლის ჩქამიარ ისმის,სიოც არა ქრის,ტყეში ჩიტიც აღარ სტვენს,იყუჩე და მალე შენცმიეცემი ძილს.*სერებს მორევიათრული,სიმშვიდე ჰფენიათსრული,ტოტიც არ ტოკავს,ფრინველიც აღარსით სტვენს,მოიცა ცოტაც,იყუჩებ შენც.*მთებს სიმშვიდე ადგათღამის,აღარ ისმის არსადჩქამიც,არა სწვდება სმენას,ტყე დუმს როგორც განათვალი,მოითმინე და სულ მალემოისვენებ შენაც.*შეუპყრია მთებიძილს,არც ფოთლებიარ იძვრის,სიომ მიატოვა,ტყეც ამ ძილქუშს მინებდა,ცოტაც მოითმინე დაშენი ჯერიც მოვა.*მწვერვალებს უდგას დუმილისჟამი,კენწეროთაგან არ ისმისჩქამი,ტოტი არ ტოკავს,მიყუჩებულან ტყეში ჩიტები.მოიცა ცოტაც.შენც დამშვიდდები.*მოადგა მთაგორებსრული,დუმილი ბატონობსსრული,ტოტი არ ტოკავსდა ტყეში ჩიტი არ სტვენს,მოიცა ცოტაც,იყუჩებ შენც.
Wanderers Nachtlied
Über allen GipfelnIst Ruh,In allen WipfelnSpürst duKaum einen Hauch;Die Vögelein schweigen im Walde.Warte nur, baldeRuhest du auch.