↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამღვრეული ლექსი

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-123 წთ საკითხავი11102 ნახვა

—
სულს ბორკილები ავყარე,ცამ თქვენთან ჩამომიტაცადა გაგრძნობინებთ ახლავე, -რა ძალუძს „ძალსა თქმისასა!..“
ყველამ იცოდეთ, - ეს მინდა, -რომ ლექსის უკან ღმერთი დგას!..ცხონდება კაცი ლექსითაც,არა პურითა ერთითა!..
მე ვარ დაჭრილი არწივი! -ლექსებით ვიფრენ სიკვდილშიც!..ვარ სისხლისაგან დაცლილიდა ჩემს სტრიქონებს სისხლი სდის!..
სისხლი სდის - გაბრწყინებულიმარადიული სიცოცხლით!..ვერხვევი ატირებულიდა ჩემს სხივიან სისხლს ვკოცნი!..
მე მომღერალი ახლა ვარ!..ჩანგი მომეცით ახლავე!..ხარირემი რომ აბღავლდა,უსიმღერობა აბღავლებს!..
მე მომღერალი ახლა ვარდა ავმრერდები ახლავე!..სიტყვებს მივეცი სახნავადგული და ლექსი დახნავენ!..
მე ახლა მინდა სიმღერა! -დღეს ნუ შემიცვლით ღამეთი!..თუ სული ჩემი იღლება, -გულში მახვილი ჩამეცით!..
მე ამ წუთში ვარ პოეტი!..სიკვდილს ვამარცხებ ამ წუთში!მე სიყვარულად მოვედი -ვბინადრობ იმ ერთ ასულში!..
მე ახლა მინდა, გამიყოსთავისი ლუკმა ხევსურმა!..ახლა სიკვდილმაც რა მიყოს -მე ლექსით სულმნათს - ბნელსულმა?!
მე სიცოცხლე ვარ ამ წუთშისიკვდილის ციებ-ცხელება!..თუ ჩემს ლექსს ახლა გადურჩით, -მერე არ გემეწყერებათ!
მე ახლა ვგავარ ციხელისსისხლს - მამულამდე მიჟონილს!..ლექსს ახლა უნდა მკითხველი, -მერე ისედაც იშოვის!..
მამულო, შენ თუ გჭირდები, -თვით ღმერთსაც შევეჭიდები!..
მარტო შენ შემიმსუბუქებსაფლავში ჩასვლის სიმძიმეს!..იქაც გილოცებ!.. გიფიქრებ!..გისიზმრებ! - ისე ვიძინებ!..
სიკვდილშიც შენით გავივლიჩემი სამარის ვიწრო გზებს!..შენ მოკვდები და - მოვკვდები!..შენ იცოცხლებ და - ვიცოცხლებ!..
გულზე ინფაქტის ბზარებადმაჩნია ლექსის პწკარები!..ვიცი: ვერც გარდაცვალებავერ შემიჩერებს წამებას!..
შენ, ჩემი დარდის წისქვილო,შენზე ფიქრს ვეღარ ვიცილებ!..გულს ახლა უნდა გიწყვილოს, -მერე ისედაც გიწყვილებს!..
ახლა ვარ ლორთქო ბალახიდა ახლა ვუგებ ბალახებს!..მეხო ძლიერო, დალახვრით, -ხე ვარ და, - მოდი, დამლახვრე!..
მე დიდი ლექსი არა ვარ! -დამიწეპირეთ ახლავე!..ამ წუთშ დიდი დაღლა ვარ,თორემ რა ვიცი დაღლა მე?!
ახლა მაქვს ღმერთთან ომის დრო!მარადისობავ, ვარ შენი!..თუნდაც სიკვდილმა მომისწროს, -გამარჯვებული დავრჩები!..
მე კაცად ვეღარ გავძელი! -ლექსი ვიქეცი კალმახად! -ჩქარა! - ჩამიდგით ფაცერი, -თორემ წავალ და... რა მნახავს?!
მე წვიმის თქეში ახლა ვარ!!..კვალი ვარ - წვიმის სასისხლე!..დროზე შემიტკბოს ნახნავმა,თორემ ვიქცევი კვლავ სიცხედ!..
მისმა თვალებმა დამღალეს,ვინც სიკვდილამდე მიმზერდა!..მე მინდა, მოვკვდე ახლავე! -მერე მოვკვდები ისედაც!..

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი