↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-123 წთ საკითხავი11099 ნახვა

—
ჩემგან შორსაა არდავიწყებადა უკვდავების მკრტალი ლანდები,მე ამ პატარა ლექსში ვიწყებიდა ამ პატარა ლექსში ვმთავრები!..
უსიმღერობა საშველს არ მომცემს,გულად იწამა მკერდმა ლექსები...მე საქართველოს მიწა მაცოცხლებსდა მის სიყვარულს ვერ დავეხსნები!
ბინას ვიპოვი მე მის მზეგულში, -დიდი სიცოცხლის მცირე ფანტელი, -მე საქართველოს მიწას ვეკუთვნიდა მის სიმცირეს მივემატები!..
* * *ქართული ლექსის დიდ სასახლეში.სად ზეიმია ზვიად მუზების,მწამს, ვერ შებედავს ეს ჩემი ლექსი,ბავშვივით კართან აიტუზება...
შენ გეუბნები, ჩემი ოცნებისდა ჩემი ლექსის მუზავ, ნათელო;უსაქართველოდ ვერ ვიცოცხლებდი,ვერ მოვკვდებოდი უსაქართველოდ!
შენ ხომ უკვდავთა წილხვედრი შუქითჩემთვის სტრიქონიც არ გაგითბია?მაინც ვიცოცხლებ, სამარეს თუკისამშობლოს გარეთ არ გამითხრიან!
* * *მე შენი მიწის სიყვარულს ვწერდიდა სიძულვილი რაა, არ ვიცი!რომ შეგმატოდა სიცოცხლე ერთი,მე დავიბადე მარტო ამისთვის!
მე შენი მარად სიცოცხლე მინდა, -მოწამე არის მაღალი ღმერთი!მარტო იმიტომ მოვკვდები მშვიდად,რომ შენ მოგაკლო სიკვდილი ერთი!
* * *მიხმობენ შენი ზეცის თაღები,შენზე სიმრერას ახლა ვაპირებდა ამღვრეული ლექსის ტალღებიეძებენ ახალ, წმინდა ნაპირებს!..
ო, თუ დაიტევს ეს გული, ნეტავ,ამ მთებს და ველებს, ცას და ვარსკვლავებს,შემწედ მეყოლე, სამშობლო - დედავ,და უკვდავება შენი მასწავლე!
გამაგებინე ფიქრები შენიდა ჩემს ტკივილებს წამლად წაუსვი!შენი ვენახის ფესვების წვენითაავსე ჩემი სულის აუზი!
თუ მიგატოვო მე თავის დღეში,ჩემად არ ვიგრძნო შენი იარა,მაშინ, ყელამდე ჩაფლული შენში,გემუდარები, ჩამფალ მთლიანად!..
ჩალურსმული მაქვს ულშ შენი მზე,დავიშანთები შენი გულისთვის...და რაც ვერ გითხრა, მოდი, შემინდე!ვერ მეტყოდაო, მაინც ნი იტყვი!
* * *მე სიყვარული ვიყავ უთქმელიდა ბავშვი - თვალებაუხელელი...სიმრერა ვიყავ გულდამთუთქველიდა დარდი - ლექსში გაუმხელელი...
რძიანი სიტყვის ვიყავ ღრმა ძილიდა შიში - მისი გამოღვიძების.მე გაუვალი ვიყავ მანძილიდა მიწა - ჯერფეხდაუბიჯები.
მე გავარღვიე სიკვდილის ღობე,ცა - არწივებით შემოღბილიდა საქართველოს სულს ვეგალობესიმღერა ჩემი - პირველყოფილი.
უსაქართველოდ ვერ ვიმღერებდიმე - ალალ გულის დრესასწაული...და ვიქნებოდი ცრემლის ღელეთიაღუვსებელი მე სასწაული.
მკლავდა ქართული სისხლი - მწყურვალე,აკვანი ვიყავ დაურწეველი...ამ მიწისა და მზის სიმხურვალედამრჩა ლექსებად დაუწერელი.
ვახანძარებდი სულს - სანათელოსმამაპაპური ხმლების პირებითდა სიკვდილამდე მე საქართველოსმაღალ სიყვარულს ვიზეპირებდი...
* * *ჩემგან შორსაა არდავიწყებადა უკვდავების მკრტალი ლანდები,მე ამ პატარა ლექსში ვიწყებიდა ამ პატარა ლექსში ვთავდები!..

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი