↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იდეალი (მთარგმნელი: დავით აკრიანი)

ბოდლერი შარლ

2011-08-121 წთ საკითხავი1312 ნახვა

—
ეს არ მოხდება, რომ ჭრელ-ჭრელმა იარლიყებმა,უხვად რომ აფრქვევს უბადრუკი ჩვენი დროება,მროკავ ფეხებმა, მოტკაცუნე ხელის თითებმაშეძლონ ამ გულის აღვსება და მოჯადოება.
ვუთმობ გავარნის, მიბნედილი ფერების პოეტს,თავის ჭლექიან მშვენებათა ლუღლუღა ნახირს,ამ მკრთალ ვარდებში გული ჩემი ვერასდროს პოვებსნანატრს,- ჩემს წითელ იდეალად არცერთი არ ღირს.
რაიც წადილად გულის ფსკერზე ოდითგან მედო,ეს, ლედი მაკბეტ, თქვენი ხართ, სულო ბორტმოქმედო,ეს - ოცნებაა ესქილესი, ხორშაკში შლილი...
ან შენ, დიადო ღამევ, ქალო მიქელანჯელოს,ვისაც გჩვევია - მიწოლილმა გულმშვიდად წელომკერდი, ტიტანთა ბაგეთათვის ჩამოძერწილი.

ბოდლერი შარლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი