↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბატროსი (მთარგმნელი: დავით აკრიანი)

ბოდლერი შარლ

2011-08-121 წთ საკითხავი1317 ნახვა

—
მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,რომლებიც მუდამ-შორ ცურვათა ზანტი მდევარნი-კვალში უდგანან გემებსა და მათ მკვიდრ ნაოსნებს.
როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,ცის ამ მეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზედა უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.
რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.
პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,მას სიხარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები.

ბოდლერი შარლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი