↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სნეული მუზა (მთარგმნელი: დავით აკრიანი)

ბოდლერი შარლ

2011-08-121 წთ საკითხავი1316 ნახვა

—
ეჰა, საბრალო მუზავ ჩემო, რა დაგმართნია?მაგ ღამენათევ თვალში ბნელი ხილვები ღვივისდა შენს სახეზე მონაცვლებით ძრწიან და კრთიანსაშინელება და სიგიჟე, ჩუმი და ცივი.
იქნებ შიშსა და ტრფობას შენთვის თასებით ღვრიანმწვანე ალქაჯი და ფერია ვარდისფერ წვივით?იქნებ კოშმარმა შენ ზღაპრული მინტურნის წყლიანფსკერზე ჩაგძირა უმოწყალო მუშტით და კრივით?
მე ვისურვებდი, შენს სიმრთელით მფეთქავ არსებასხალასი აზრით შესძლებოდა მუდამ აღვსება,შენს ქრისტიანულ სისხლს ედინა რაკრაკა ჩქერად,
როგორც ანტიკურ სიტყვა-მარცვლის ხმაკეთილ ჟღერას,რასაც განაგებს ხან ფებუსი, ჰიმნთა მშობელი,ხან კიდევ პანი, სიუხვის რქის დიდი მფლობელი.

ბოდლერი შარლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი