↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩაფიქრება (მთარგმნელი: ლანა ღოღობერიძე)

ბოდლერი შარლ

2026-07-181 წთ საკითხავი764 ნახვა

—
ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებითსიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდედა მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.

ბოდლერი შარლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი