↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაბზარული ზარი (მთარგმნელი: ლანა ღოღობერიძე)

ბოდლერი შარლ

2026-07-181 წთ საკითხავი767 ნახვა

—
რა მწარეა და მშვენიერი ზამთრის საღამოსცეცხლს შეჰყურებდე მოგიზგიზეს, ხარბს და ვნებიანსდა თან უსმენდე მოგონებებს-მკრთალს და საამოს,ზარების ხმაზე ბინდ-ბუნდიდან როცა ჩნდებიან.ო, რა კარგია, როცა ზარი ბებრულად მჭახე,გადამალული შებინდების ლილისფერ ნისლში,გარემოს ესვრის რელიგიურ იდუმალ ძახილს,როგორც მოხუცი ჯარისკაცი, რომელიც ფხიზლობს.და როცა ჩემს სულს-შეჭირვებულს-უზომოდ უნდააავსოს უცხო სიმღერებით ჰაერი სუფთა,უცებ ბურუსში გაკრთებიან ბნელი თვალები,და ყურში მწვდება იმ დაჭრილის ხმა უნუგეშო,ველზე რომ დარჩა მკვდართა შორის სისხლის გუბეშიდა კვდება მარტო, უსიტყვოდ და ნელი წვალებით.

ბოდლერი შარლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი