პოეზია · ლირიკა
გასაყიდი მუზა (მთარგმნელი: დავით აკრიანი)
ო, მუზავ ჩემო, სასახლეთა ვისაც გწვავს ტრფობა!როცა ზამთარი ცივ ქარბუქებს გამოაგელვებს-თოვლიან მწუხრთა კაეშნის ჟამს გამოჩხრეკ ღველფებს,რომ გალურჯებულ მაგ ტერფების შესძლო გათბობა?
გამოაცოცხლებს მარმარილოდ ნაქცევ შენს ხელებსდარაბებს წიაღ ღამეულთა სხივთ მოძრაობა?როცა ჯიბეს და ყელს გაგიშრობს შენ უსახსრობა-შესძლებ, ესესხო ოქრო-ვერცხლი ტატნობის ველებს?
დღეს შენ გჭირდება-რომ არსობის იშოვო პური-საყდრის ბიჭივით აქანაო სულ საცეცხლური,მარცვლო Te Deum, რომლისაც შენი აღარა გჯერა...
ან კუჭცარიელ ჯამბაზივით მალაყი ჭიმო,თან დამალული ცრემლების წილ ცრუდ გაიღიმო,ღომ ახარხარო ყველა ჯურის ტლუ და ბენტერა