↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელოვნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.
დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?
და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.ვთქვი: ‘სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება!"მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -‘ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული,
ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.
არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი.აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი