↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დინოზავრო, გაიღვიძე! (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)

ზოიფერი იურა

2012-08-122 წთ საკითხავი669 ნახვა

—
გამარჯობათ, წვრილფეხობავ!ჩანს, ძალიან შეგაშინეთ.ფხაკა-ფხუკი არ გეყოფათ?არ ისვენებთ, არ მაძინებთ.მილიონი წლების წინათშლამში მაგრად ჩამეძინა.თუ იჭმევით რამეგვარად?არა, ღირსეულო, არა!ძილში მადა მემატება -თქვენებრ ფინთი მე რას მარგებს?აფსუს! ვჭამდით, მაგონდება,მაიმუნებს უფრო კარგებს.წაბილწულა ქვეყნის სახემერე, რაც მე ბოლოს ვნახე.ბევრი რამეა სხვაგვარად?დიახ, დიახ, როგორ არა!ნუთუ? აბა, მაგალითად,წარღვნამდელ დროს გასაძღომადუნდა ვინმე დაგეფლითა,იქცეოდა ჭამა ომად.ძლიერები სუსტებს ნთქავდნენ,უძლურები სულს ღაფავდნენ.ეს ადათი აიკრძალა?არა, ღირსეულო, არა!დახე, საქმე გაჩარხულა!არ შეცვლილა რამე სულაც:მეაემეულ - ძველ ხანაშივნადირობდი ამ მთა-ბარში.თუ ნადავლი მქონდა მცირედა ვეღარ ამოვიპირე,მადიანად სუსტ ძმებს ვჭამდი,ან კი რატომ დავზოგავდი?ეს კანონი ძალაშია?როგორ არა, დიახ, დიახ!ზოგჯერ ხუთი ჯოჯო-ხვლიკი,ხან ექვს-ექვსი, ეშმაკურადპირს შეკრავდა, რაღაც ხრიკითქმნიდა ჯუნგლის დიქტატურას.არ მოსწონდა ესე ვისაც -დაფლეთავდნენ „გაქცევისას".ნუთუ წესი შეიცვალა?არა, ღირსეულო, არა!მაშ, თქვენ ურცხვად მატყუებდით,პროგრესით რომ თავს იქებდით!მე ნამარხად მასაღებდითდა არაფრად არ მაგდებდით.ნუ მაცინებთ, უძველესიარ შეგცვლიათ ჯერაც წესი.თუმც ფიქლისგან წარმომდგარი -ვარ მოდერნი და მაგარი,გამჭრიახი, გენიოსი,ბელადობის მაქვს პათოსი.რა, ამისთვის არ ვვარგივარ?თქვით, მღილებო, მართალი ვარ?ხომ ასეა, თქვით საჩქაროდ!დიახ, დიახ, სამწუხაროდ...

ზოიფერი იურა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი