↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასტორია (მთარგმნელი: ზურაბ აბაშიძე)

ზოიფერი იურა

2012-08-1240 წთ საკითხავი675 ნახვა

—
მოქმედი პირნი
ჰუპკაპისტოლეტი } მაწანწალებიჟანდარმიგრაფის ქალი გვენდოლინ ბუკელბურგ-მარასკინოგრაფი ლუიტჰოლდ ბუკელბურგ-მარასკინოჯეიმსი ლაქიალედი პ.მთავრის მეუღლე ანასტასია მ.ლორდი რ.გ. ბ. შოუდენის გადასახადის ამკრებიპაული, მაწანწალაჰორტენზია, ბებერი მეძავიროზა, დამწყები მეძავიიაკობი, ჰორტენზიას საქმრონომერი 23 687 კლიენტიჟურნალისტიმდივანი ქალიმამაკაცი, ვისაც ხელთ უპყრია შემოწირულობათა ზარდახშაოფიცერიმოხუცი ქალირეპროდუქტორიხმებისაპასპორტო სამსახურის თანამშრომლები
პირველი სყრათი
ჰუპკა და პისტოლეტი თემშარაზე
ჰუპკა და პისტოლეტი: დაგვემშვიდობა ზაფხული,ცრემლად იღვრება სთველი;ზამთარი კარზე მოგვადგამტერი ავგული, ძველი.სუდარა გადაეფარაველ-მინდვრებსა და ჭალასშენ სად გაქვს თავშესაფარი,ძმობილო მაწანწალა?
როგორ გეძგერა კანჭებშიზამთრის მსუსხავი ქარისადაც მთვრალები ღრეობენ,გამოგიხურეს კარი.ჭიქას არავინ მოგაწვდისგზებს რა ტყუილად კვალავ.ახალწელს ყვავი დაგჩხავლებს,ძმობილო მაწანწალა.
ცა რომ გვაფენდეს მაღლიდანხავერდს და ატლასს რამდენს,ყოველ ვარსკვლავის ციალშიოქროს დუკატი ჩანდეს,კიბით მის ჩამოსატანადარვის ეყოფა ძალა;ასეთი დრო და ჟამია,ძმობილო მაწანწალა.1
(თემშარა, გზამკვლევ ბოძზე წერია: წმ. ულრიხი მდ. ტრისტინგზე -25,6 კმ, მარია ვერდენი-5კმ. ჰუპკა და პისტოლეტი. მანქანები მიმოდიან. მაწანწალები ამაოდ ცდილობენ გააჩერონ რომელიმე მათგანი).
ჰუპკა: ახლა კი დროა, სადმე შევძვრეთ, თავშესაფარიგვჭირდება უსათუოდ, რო გამოვიზამთროთ. ისეთი ავი დარიდაიჭირა, ძაღლსაც არავინ გააგდებს გარეთ.პისტოლეტი: საავადმყოფოს ხომ არ მივაკითხოთ. აი, მარიავერდენის ჰოსპიტალში თბილაო, მითხრეს.ჰუპკა: გეკადრება? მე ერთი ავადმყოფი კაცი ვარ. ციხე მჭირდებაგამოზამთრებისთვინ. Honni soit qui mal y pense2პისტოლეტი: რამდენ თვეს მოგისჯიან ამნაირი ოინისათვის?ჰუპკა: არც არაფერს. ეს დანაშაული კი არაა, ფრანციცულია.პისტოლეტი: შენც ადექი და ფანჯრის მინა ჩაამსხვრიე, ან სხვარამე.ჰუპკა: მაგეებით ხელს არ გავისვრი, ჩემო კარგო პისტოლეტი, მესაბუთები არ გამაჩნია, თანაც გაჭრილი ვაშლივითვგავარ ერთ მკვლელს, ავაზაკს. ვიდრე დაამტკიცებენ,რომ ის არა ვარ, კიდეც მოვა გაზაფხული.პისტოლეტი: კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს. ისე იმჰოსპიტალში ერთი ექიმი მეგულება, გვარად აილინგერიდა თუ შენ მოახერხებ და დაამტკიცებ, რომ ლოთი ხარ,ქრონიკული ალკოჰოლიკი, გიმკურნალებენ. ექიმი ყოველცისმარე დღეს აწყობს ხოლმე პაციენტების შეჯიბრს- ვინუფრო მეტ თეთრ თაგვს დაინახავს, ვიდრე ექიმი; მერეგამარჯვებული ჯილდოდ ღებულობს იმდენ წვეთსლივოვიცას. თავათ ინტელიგენტი კაცია, მაგრამ მაინცმუდამ აჭარბებს. სისულელით მოსდის ალბათ, ოღონდერთხელ დაეჭვებულა, აიმ კაცის ნათქვამში, ვინც ესამბავი მოიტანა,-იმან თურმე დააბრეხვა. თორმეტიმილიონიო. და რაღა თქმა უნდა მყისვე გამოწერეს დაგაუშვეს. აზარტში შევიდა და კიდევაც მიიღო.ჰუპკა: ზომა უნდა იცოდეს კაცმა!პისტოლეტი: ასეა ნამდვილად.ჰუპკა: მინდა მოგახსენო, რომ მდინარე ტრესინგის პირას სენტ-ულრიხის პოლიციის საპატიმროა, ყოველ ციხეზე უფროკეთილმოწყობილია, რაღა ეგა და რაღა ბრისტოლისსასტუმრო. Sapienti sat.3პისტოლეტი: კი ბატონო. მაგრამ ან ციხე უნდა იყოს, ან არა დასაავადმყოფო. ერთად ყველაფერი არ გამოვა.ჰუპკა: მართალია, დღესდღეობით მხოლოდ დიოგენეს მიბაძვით თუ გავაკაცი იოლას. აბა ნახვამდის, მეგობარო, აიმ ბოძთან დავშორდეთ!პისტოლეტი: როდემდე?ჰუპკა: თავათ მოგეხსენება. გაზაფხულზე ხომ ერთდროულადგვეწვევა ხოლმე სიცოცხლის ხალისი.პისტოლეტი: სული სულს იცნობს. მშვიდობით, ჰუპკა.ჰუპკა: მშვიდობით, პისტო.(პისტოლეტი გადის.ჰუპკა ცდილობს მომავალი მანქანების გაჩერებას,მაგრამ ამაოდ).ჰუპკა: მაშ ასე. სულ ცოტა ოთხი საათის სავალზეა აქედანჟანდარმერიის უახლოესი პოსტი. მუდამ ასეა, როცაგჭირდება - არ არიან.ჟანდარმი შემოდის: სიცოცხლე და გამარჯვება...ჰუპკა: (გაოცდება) არ წახვიდე, ძაღლი ახსენეო... ძალიანსასიამოვნოა, რომ თქვენ ჩაგივარდით ხელში!ჟანდარმი: თუ შეიძლება თქვენი საბუთი!ჰუპკა: საოცარია ამისი თავაზიანობა.ჟანდარმი: იქნებ არა გაქვთ საბუთები?ჰუპკა: შერლოკ, მიმიხვდით! წავედით სკოტლანდ იარდისკენ!ჟანდარმი: საბრალო კაცო, ეტყობა, საბუთები დაგეკარგათ!ჰუპკა: (განცვიფრებული) რა თქვით?ჟანდარმი: ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა.ჰუპკა: დიახ, რა თქმა უნდა... ნამდვილად არ მოვსულვარ ამქვეყანაზე უსაბუთოდ... ამასობაში გზაში დამეკარგა,მაგრამ... თქვენ ხომ...ჟანდარმი: უნდა გაშოვნინოთ ისევ საბუთები, აბა მეტი რა საქმეგვაქვს. მოვძებნით!ჰუპკა: მითხარით, იესო ქრისტე ხომ არა ხართ?ჟანდარმი (გაიცინებს): არავითარ შემთხვევაში. ერთი უბრალოჟანდარმი ვარ. ისე ჩემმა ძვირფასმა ცოლმა გუშინღამ 10საათსა და 25 წუთზე სამი ჯანმრთელი ტყუპი შემძინა.ჰუპკა: მცირე საჩუქარი განამტკიცებს მეგობრობას. მაგრამ,მისმინეთ, ვერაფერ მსგავსებას პოულობთ ჩემში? მინდაგაგახსენოთ ამასწინათ გამოცხადებული ძებნა. ხომ არგაგონებთ მკვლელსა და ბანდიტს?ჟანდარმი: ამგვარი ალალ მზირალ თვალებით?ჰუპკა: გარწმუნებთ, ცდებით. დამიჯერეთ, თქვენ ხელშიჩაგივარდათ გაქცეული დამნაშავე. დამაპატიმრეთ!ჟანდარმი: არასოდეს!თვალთა ალალი მზერასაბუთი არი, მჯერა!ჰუპკა: ჯანდაბას წაუღია! მაგრამ თქვენ ვალდებული ხართდამაპატიმროთ! თქვენს შესანახად გადასახადს იხდისხალხი! ამას გარდა-ჩემი შეპყრობისათვის 10 000 ფრანკიადაწესებული.ჟანდარმი: ჭუჭყია ფული, ჭუჭყია ფული,გაწყალდა გული, გაწყალდა გული!ჰუპკა: გთხოვთ, მოთმინებიდან ნუ გამომიყვანთ, თორემიძულებული ვიქნები უაღრესად უხეშად შევბღალოთქვენი სამსახურებრივი პატივი და ღირსება!ჟანდარმი: თქვენ მთვრალი ბრძანდებით, ჩემო ძველო მეგობარო,შეურაცხადი, გაჭირვებამ გაგაბოროტათ, თქვენგან არაფერიმწყენია. ერიდეთ ღვინოსა და ქარაფშუტა დედაკაცებს.თქვენ... თქვენ... (გადის).ჰუპკა: ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ, თქვენ! ამ ქვეყნად პირველიდა ერთადერთი ჟანდარმი ვნახე, მაწანწალას თქვენობითრო მიმართავს. ეს უთუოდ რაღაცას მოასწავებს. მაგრამრასა? საკითხავი აი, ეს არის. რა იქნებოდა, დედამიწაზესადმე რომ არსებობდეს საგანგებო გამყოფი ხაზიჭეშმარიტ სამყაროსა და ზღაპრულ სამყაროს შორის დამეც ახლა ამ გამყოფ ხაზზე და ვსეირნობდე?!(ქუჩის მტვერში გაავლებს გამყოფ ხაზს) და თუ ამსაზღვარს აპროქსიმატულად, დაახლოებით აქდავიგულებთ, - ჰმ, და თუ მე ამ ხაზიდან მარცხნივგადავუხვევ, ვით პისტოლეტი, - მაშინ დავშთები ფრიადპროზაული მაწანწალა, ყინვისაგან გათანგული,საბუთების არმქონე, - და პირიქით, - მარჯვნისაკენ თუგავეშურები, სანკტ-ულრისკენ, მაშინ ჩემს სიახლოვესახლა პაკარდის მანქანა უნდა გაჩერდეს (გაისმისმუხრუჭების ხრჭიალი) და იქიდან შავსათვალიანიმილიონერი ქალი უნდა გადმოვიდეს რევოლვერით ხელში!(შემოდის გვენდოლინი შემართული რევოლვერით) დანაღდი ჰოლივუდის ენაზე უნდა შემომძახოს -გვენდოლინი: ჰელოუ, ხომ არ ინებებთ ჩემთან ერთად ლონდონშიწამოსვლას?ჰუპკა: ამ შემთხვევაში ჰუპკა, სანდომიანი ყმაწვილი კაცი სულაცარ გაოცდებოდა, და მკაცრი იუმორით წამოიძახებდა:ჰელოუ, მადამ, გასწიეთ იქით თქვენი ფიშტო, ავდარში არგაგიცივდეთ და გრიპი შეეყაროს.გვენდოლინი: გამორიცხულია! თქვენი ყურის ნიჟარებზეაღბეჭდილია გაჭირვება და მანკიერება. მოგეტევებათ.ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. აბა პირველი ვინ ესვრისქვას?ჰუპკა: თენქ იუ თქვენი თანაგრძნობისთვის! -სუფთა ამერიკულითვეტყოდი პასუხად. მაგრამ იუ არ ერარე ჰუმანუმ ესტ - ძეშეცთომილი. ნიხტ განგსტერ, პასაჟირ! მე გახლავართკილიან ჰუპკა!გვენდოლინი: მე კი გრაფის ქალი ვარ, გვენდოლინ ბუკელბურგმარასკინო, ყოფილი მადამ კაში. ზურგი რატომშემაქციეთ?ჰუპკა: რაო? (მოუბრუნდება) ღმერთო, რაოდენ ცხადი მოჩვენებაა!ჰაუ დუ იუ დუ?გვენდოლინი: შოპინგზე გახლდით.ჰუპკა: გერმანულად იტყოდნენ-საყიდლებზე ვიყავიო!გვენდოლინი: ჰო, მაგრამ ვერ მოვრჩიჰუპკა: იქნებ ხეირიანი ვერაფერი შეარჩიეთ? ხდება ხოლმე.რეკლამის მეშვეობით ათას რამეს გვთავაზობენ, მაგრამ საქმესაქმეზე რომ მიდგება, ხელში ხარახურა შეგრჩება.გვენდოლინი: ნამდვილად, სწორია...ჰუპკა: ალბათ ასე მეტყოდა ქალი და მეც მივუგებდი: რის ყიდვასაპირებდით, მილედი?გვენდოლინი: სახელმწიფოსი.ჰუპკა: აჰა, სახელმწიფოს საზეიმო მორთულობისა!გვენდოლინი: მარტო საზეიმო კი არა, არამედ სადაგ დღეებისაცა,ნამდვილი სახელმწიფოსი. მაგალითად მონარქიისა, ანდაიქნებ რომელიმე რესპუბლიკისა. ავიღე პრეისკურანტი დამოვსინჯე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანა.ჰუპკა: (მე, დარცხვენილი): მერე გეძვირათ, თუ რა იყო?(ქალი კიდევ უფრო დარცხვენილი):გვენდოლინი: ისინი არა მოდერნული, მოძველებული აღმოჩნდნენჰუპკა: ისე რისთვის გჭირდებათ, სახელმწიფო?გვენდოლინი: ჩემი ქმრისათვის. მისი მოდგმის, ბუკელბურგმარასკინოს გრაფების ისტორია იმპერატორანდრეას მელოტის დროიდან იღებს სათავეს. საქორწინოკონტრაქტით მომანიჭეს გვარი და მე სანაცვლოდვიკისრე, - ოთხმოცდარვა წლისა რომ გახდება, დაბადებისდღის საზეიმო ცერემონიალზე საჩუქრად უნდამივართვა სახელმწიფო. ორმოციოდე წლის წინ იგი ერთიდიდი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთამინისტრი იყო. ამ პოსტზე ერთი კვირის განმავლობაშიმან ზედიზედ იზეიმა რამოდენიმე წარმატებადიპლომატიურ საქმიანობაში, ვიდრე კინწისკვრითგამოაგდებდნენ. მასუკან ჰკლავს დარდი და ურვა.ჰუპკა: მესმის. სახელმწიფოს გარეშე ყველაზე კარგი საგარეომინისტრიც არაფრის მაქნისია.გვენდოლინი: გრაფს დიდი გეგმები აქვს. თუმცა ცოტა კიდევ უნდაგვადროვოს. ხვალამდე მე შესაფერ სახელმწიფოს ვეღარმოვძებნი.ჰუპკა: მე გირჩევთ, ყიდვის ჟამს ნუ აჩქარდებით, დინჯად ეძიეთ.სავსებით საკმარისი იქნება, თუ თქვენს ბატონ მეუღლესჭაშნიკად წარუდგენთ ჩემს თავს ვით ნომერ პირველმოქალაქეს სახელმწიფოსი.გვენდოლინი: ოკეი. სწორედ ასე ვფიქრობდი. (რევოლვერზემიუთითებს) გულით გიყვარს სამშობლო?ჰუპკა: მუდამ მიყვარდა. საკუთარი თუ სხვათა სამშობლო,-ჩემთვის სულ ერთია. ისეთი მოქალაქე გეყოლებითსახელმწიფოსი, გაოცდებით, - პატიოსანი, ხელმომჭირნე,იოტისოდენ ღალატსაც არ გავივლებ გულში!გვენდოლინი: ოკეი.ჰუპკა: ოკეი, ოკეი (გულჯავრიანად) - და მერე გრაფის ქალი თავისპაკარდში ჩამასკუპებდა და ლონდონში წამიყვანდაროგორც ამერიკულ ფილმშია. დამიფარე, ღმერთო, ეს კი ნამეტანიიქნებოდა...გვენდოლინი: აბა, მოდიხართ, თუ არა?ჰუპკა: რა, თქვენ ისევ აქა ხართ?გვენდოლინი: რა თქმა უნდა, გელოდებით!ჰუპკა: რა თქმა უნდაო და საერთოდ რატომ? თქვენ ნამდვილიხართ? წმიდაო ნეპომუკ! მიჩქმიტეთ! მიჩქმიტეთ, რაღა! აუ!არც ესაა დასტური. ერთი დოლარი მასესხეთ! აბა, ერთი!(გვენდოლინი მისცემს მონეტას)ჰუპკა: (კბილებს მოუჭერს ოქროს მონეტას)ნამდვილია! სიზმარში არ ვარ! რა ხდება! არა ვარსიზმარში!გვენდოლინი: აბა, ჩქარა, ჩემი მოტორი გაიყინება!ჰუპკა: (კულისებს გასძახებს) პისტო, არ გეწყინოს, პისტო: მექვეშევრდომად შემივრდომეს.(სიბნელე)
მეორე სურათი
ლაქია ჯეიმსი; გრაფის ხმა
გრაფი: ჯეიმს!ჯეიმსი: თქვენო აღმატებულებავ!(იხსნება ფარდა. სცენა წარმოადგენს ოთახს გრაფისსასახლეში)გრაფი: წამიკითხეთ მოლოცვის ტელეგრამები!ჯეიმსი: კეთილი, თქვენო აღმატებულებავ! (კითხულობს):თავზეხელაღებულ იუნკერს 1890 წელს ოდენის ტყეშიტახზე ნადირობისას გარდახდილი დაუვიწყარი დღისკეთილად მოსაგონებლად. კვლავაც ომახიანად შევძახოთმონადირული ვაშა! ვილჰელმი.გრაფი: გესმის, გესმის, ბერიკაცს კიდევ ვახსოვარ! მეფეს,ხელისუფალს!ჯეიმსი: თქვენმა აღმატებულებამ ინება და შეეშალა. ახლა სხვახელმწიფეა.გრაფი: შესაძლოა, შესაძლოა. მერე რა?ჯეიმსი: ქვეყანა ჩვენია, ახალგაზრდა ხალხის. 120 წლის ასაკამდელოიდ ჯორჯისაა, როკფელერისა.გრაფი: დიდებულია, დიდებული, მერე, განაგრძე!ჯეიმსი: მაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ, ერთი კაცი გეახლათ,თქვენი ნახვა სურს.გრაფი: ვინ კაცია?ჯეიმსი: ნება მომეცით შევნიშნო, საეჭვო ვინმეა, თქვენოაღმატებულებავ. ამ ქვეყნად იმაზე ნაკლებ არაფერიგამიკვირდება, ეს კაცი ანარქისტი რომ არ გამოდგეს, ვაითუ თქვენისიცოცხლის ხელყოფას ფიქრობს.გრაფი: დიდებულია, შემოუშვით!(შემოდის ჰუპკა)ჯეიმსი: (მოახსენებს): ჰუპკა! (ჩუმად წაჰკრავს მუჯლუგუნს ჰუპკასდა გადის).ჰუპკა: გვარად ჰუპკა Gრუß ახლავართ, ჩემი სახელია კილიან.გრაფი: დიდებულია, დიდებული. კიდევ რას იტყვი კარგს?ჰუპკა: დავიბენი თქვენო აღმატებულებავ, რაკი ცისფერი ბაფთითარა ვარ მორთული და ვერც ოთხმოცდარვა სანთელიმოგართვით.გრაფი: დიდებულია.ჰუპკა: ჰუპკა გახლავართ, მაგრამ ახლა ტორტი ვარ დაბადებისდღის!გრაფი: დიდებულია, რიგიანად ვერ გამიგია, ვარ თუ არაგადარეული. გაზეთში ეწერა, რომ ოთხმოცდამერვედაბადების დღეს კვლავ მაგარი ვარ ფიზიკურად დასულიერადაც. მაგრამ გაზეთებში ახლა ათასი ტყუილ-მართალიწერია...ჰუპკა: გულს ნუ გაიტეხთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენმიხვდებით, ჩემი თავი დაბადების დღეზე საჩუქრად რომმოგართვეს ვით ქვეშევრდომი.გრაფი: დიდებულია, დიდ... ღმერთო! ნუთუ ისევ წარმადგინესსაგარეო მინისტრის პოსტზე? ისევ აჩუქეს ხალხს ჩემითავი?ჰუპკა: პირიქით, თქვენო აღმატებულებავ! თქვენ მოგართვესსაჩუქრად ხალხი. სხვათაშორის იმ ხალხს ოდნავმოგვიანებით ჩაგაბარებენ. ჯერჯერობით ჩემს თავს უნდადაჯერდეთ. ლეტა სე მუა! სახელმწიფო მე თვითონა ვარ!გრაფი: ხალხი! სახელმწიფო!ჰუპკა: უფალი. თუ გესიამოვნებათ, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთთქვენი რეაქტივაცია ვით ბებერი მეთაურისა! ნუაღუდგებით წინ სურვილს ხალხისას! ხომ დიდებულადაანათქვამი: ვოქს პოპული, ჰიზ მასტერს ვოის. ხმა ღვთისადა ხმა ერისა.გრაფი: მე შევისმინე ხმა კეთილი!ჰუპკა: ღმერთმა გაცოცხლოთ!გრაფი: (თვალგაშტერებული) იცით, ბისმარკი ვინ მოწამლა?ჰუპკა: დიახ! არავინ!გრაფი: ტყუილია. უმი საკვების მქადაგებელმა. და იცით, რატომ?ჰუპკა: იმიტომ რომ ეს მართალია.გრაფი: ტყუილია. იმიტომ რომ ბისმარკი პროტესტანტი იყო.დოკუმენტების საფუძველზე მე დავადგინე, რომ უმისაკვების მქადაგებელნი და პროტესტანტები ტილზიტისზავიდან მოკიდებული ცდილობენ ხელთ იგდონ მართვისსადავეები. ვის დავაბრალოთ საშუალო სახელმწიფოთამიერ ომის წაგება?ჰუპკა: (დარცხვენილი): მე! რადგან მე მაშინ ბრტყელტერფიანი გახლდით.გრაფი: ტყუილია. ლოიდ ჯორჯი მოყვარული ფაგოტისტია.პოლკოვნიკი რედელი იყო ფაგოტისტი. გერმანიის არმიისგენერალური შტაბი სავსე იყო ფაგოტისტებით. მერეთქვენ თუ იცით, რატომ ერთხელაც ვერ ჩაჰბერა ფაგოტიპრეზიდენტმა ვილსონმა.ჰუპკა: არა!გრაფი: თავი რომ არ გაეცა.ჰუპკა: ვერაგული საქციელია, მაგრამ დადგა დღე შურისგებისაიეს ირაე დიემ პერდიდი.გრაფი: დავრწმუნდი რომ თქვენ არაფერი გაკლიათ - არცგანათლება, არც ლოგიკა და გაგების უნარიცა გაქვთმომადლებული. დამიგდეთ ყური - მე ასეთი გეგმაშევიმუშავე, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად:ჯერ იქნება და გამოვალ ერთა ლიგიდან. ამით გზაგაეხსნება გონიერ რეალურ პოლიტიკას. შემდეგსასწრაფოდ გადავჭრი დანციგის პრობლემას. ძალიანადვილად. პოლონეთს კორიდორს გავუხსნი ხმელთაშუაზღვაზე გასასვლელად და ეს კორიდორი აღმოსავლეთევროპას გადაჰკვეთს.ჰუპკა: მერე, რას იტყვიან ხალხები?გრაფი: რასაც გაზეთები მოგვახსენებენ. იტალიის მთავრობა რათქმა უნდა განაწყენდება, ჰოდა, მე ესეც გავითვალისწინე:მას კომპენსაციის სახით როდოსისა და მალტისკუნძულებს გადავცემთ.ჰუპკა: გენიალურია, დიახ, - როდოსი, დიახ, - მალტა! მაგრამ რასიტყვიან კუნძულის ბინადარნი?გრაფი: რის ნებასაც დავრთავთ! მაგრამ ინგლისის მთავრობა კინამდვილად გაცოფდება. ამ შემთხვევისათვის ნამდვილადსაჭიროა ფრიად ფაქიზი უნარი გაგებისა. ინგლისისიმპერია საკომპენსაციოდ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებასსუეცის არხზე ნაოსნობისა,ჰუპკა: მესმის, გავიგე. ეგვიპტელები საკომპენსაციოდ მიიღებენმანჯურიას, ხოლო ფრანგები ნიდერლანდების ინდოეთს.ამიტომ ჰოლანდიელებს გადაეცემათ შლეზვიგ-ჰოლშტაინიდანიელებს - კუნძული კუბა, ამერიკელებს - ლუქსემბურგისღია ნავსადგური, ლუქსემბურგელებს - საავიაციო ბაზაპოტსდამის მოედანზე, პოტსდამელებს დაუთმობენუკრაინას, რუსებს კი - თავის ტეხას.გრაფი: მთელი განათლებული მსოფლიოს დასტურით.ჰუპკა: თქვენ დიდებულად წარმოაჩინეთ მსოფლიოს ვითარებანი,რაღა თქვენ და რაღა კოლუმბი.გრაფი: ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობის დავანებისთვის.ჰუპკა: თუმცა არ ვიცი, თუ ხალხები...გრაფი: რა დაიჟინეთ ეს ხალხები! ეს ხომ შინაგან საქმეთასამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. სად გაგონილა,საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად ხალხსმოჰკითხონ ჭკუა?გვენდოლინი: (შემოდის გაცეცხლებული): ლუიტპოლდ! მორჩა,გათავდა!გრაფი: (ხელზე ეამბორება) გვენდოლინ, გმადლობთ. ჩემიაჩრდილი უკვე ათი წელია ევროპული პოლიტიკის, მისიბედისწერის კულისებშია დავანებული, მაგრამ დღეიდანმოკიდებული...გვენდოლინი: მორჩა, საყვარელო! დამთავრდა სუყველაფერი!გრაფი: ...მქონდეს შესაძლებლობა ჩემეული დიპლომატიურიალღო...გვენდოლინი: მე ყველაზე უბედური ქალი ვარ მსოფლიოში. აღარშემიძლია! (ქვითინებს).გრაფი: ...წარმოვაჩინო. თუმცა შენ რაღაც ნაკლებად მხიარულიმეჩვენები, თუ მღალატობს ჩემი ფაქიზი ალღო?გვენდოლინი: ...ტელეგრამა! (ქვითინით გაუწვდის ტელეგრამას)ჰუპკა: ნება მომეცით ვით ნეიტრალურმა კაცმა... (გამოართმევსტელეგრამას და წაიკითხავს): „თქვენი აქციები გუშინ-22,26% იყო, დღეს კი 0,0-ია. გვენდოლინის სააქციოსაზოგადოებას ხანძარი გაუჩნდა. წერტილი. საპროტესტომარში რუზველტისაკენ. იმედი გადაგვეწურა: რა ვქნათ?გვენდოლინი: (ტირილით): რამდენი დღეა ტელეგრამა ჩემს საწერმაგიდაზე დევს. ლუიტპოლდ, რატომ არ მიაქციეყურადღება?გრაფი: პრინციპის გამო, ჩემო ძვირფასო. დოკუმენტი მინიმუმორი კვირა უნდა დავაყოვნოთ, რომ მომწიფდეს ვითარება.ჰუპკა: ამჯერად, ვფიქრობ, ვითარება მომწიფებულია.გვენდოლინი: გავკოტრდი, ლუიტპოლდ! ათიათას დოლარზე მეტიაღარ გამაჩნია, მათხოვრად ვიქეც.გრაფი: ვერაფერი გამიგია.გვენდოლინი: შენ უარი უნდა თქვა საგარეო მინისტრობაზე.გრაფი: არ ვიცი საქმის ვითარება.ჰუპკა: ეს ნამდვილად იმ ფაგოტისტის საქმეა.გრაფი: (წაიქცევა): გავიგე, მესმის! ევროპა იღუპება!გვენდოლინი: როგორ მინდოდა შენთვის მეჩუქებინა სახელმწიფო.საწყალო ჩემო ლუიტპოლდ!გრაფი: (გამწარებული): სამი ბოროტი ძალა მიწამლავს სისხლს.მე კოპიტი ვარ მსოფლიოსი და ის ძალები ძირს მითხრიან.ჰუპკა: მოითმინეთ, მოითმინეთ, თქვენო აღმატებულებავ! იქნებსაჭირო არ იყოს, რო სუმთლად ააფრინოთ!გვენდოლინი: ჰუპკა, დარჩით 14 დღე, მაგრამ შემდეგ მოქალაქეობაუნდა ჩამოგართვათ.ჰუპკა: შეჩერდით! მოითმინეთ! თქვენო აღმატებულებავ, აკი თქვენთავად ბრძანეთ, საგარეო პოლიტიკას ხალხი არასჭირდებაო? თუ ხალხი არ არის საჭირო, მაშინ აღარცქვეყანა დაგჭირდებათ. მაშასადამე, შეიძლებაწარმოვიდგინოთ სახელმწიფო ქვეყნის გარეშე! ან იქნებარა?გვენდოლინი: სულ ვერაფერი გავიგე.გრაფი: დიახ, რა თქმა უნდა!ჰუპკა: (აღგზნებული): არა უშავს რა. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდრიგიანი სახელი შევურჩიოთ სახელმწიფოს. ყოველთავმომწონე სახელმწიფოს სახელი სასტუმრო-რესტორნის სახელწოდებიდან მოდის. ხომ ვიცით „კაფე,-კაფე დე ფრანს": საფრანგეთი უკვე არსებობს. -„კაფე დელ‘ ევროპა": ევროპაც უკვე არსებობს. ყველაზე უკეთესისახელები თვალსა და ხელს შუა აგვაწაპნეს. ბატონეთისრესპუბლიკა ხომ არ დაგვერქმია? - დიდად ეროვნული არიქნება. იქნებ ჰადელეს საჰერცოგო? ნამეტანიეგზოტიკურია! თავისუფალი ფედერაცია, ო,კეი? სოლიდურსახელმწიფოს არ ეკადრება... ასტორია... აი, ბატონო,სამეფო ასტორია!

მესამე სურათი

ასტორიის საელჩოს სალონი. ასტორიის მთავრის მეუღლე მ.; ლედი პ.; ლორდი რ.; გ. ბ. შოუ; გვენდოლინი; ჯეიმსი, ლაქია.
გვენდოლინი: როგორ მახარებს, ამის თქმას ვბედავ,ღირსეულ სტუმრებს ჩვენთან რომ ვხედავ.მობრძანდა ბევრი ცნობილი გვამი,და ჩინურ სალონს ამშვენებს ამით.მადლობელი ვარ ჩვენი ბედ-იღბლის,თქვენ მიანიჭეთ ამ ზეიმს ხიბლი!სტუმრები: არა, რას ბრძანებთ; რაც უნდა იყოს,აღტაცებული ჩვენ უნდა ვიყოთ.ჯეიმსი: აკი მოგახსენებდით, დღევანდელი ჩვენი მეჯლისილონდონის სეზონის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცევა-მეთქი, და აჰა, - გამართლდა!გვენდოლინი: რა ხალისია ამ ჩვენს ფორუმზე,ღირსეულ გვამებს ვის აღარ ვუმზერთ.მოაზროვნეებს და სხვებს, მავანთა,როგორც მრეწველებს და ხელოვანთა.რა მიხრა-მოხრა, ტაქტის ჩვენებათქვენ ხართ ზეიმის ხიბლი, მშვენება.სტუმრები: არა, რას ბრძანებთ, რაც უნდა იყოს,მოხიბლულები ჩვენ უნდა ვიყოთ.ჯეიმსი: სტუმართა შორის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ძირძველიმოდგმის შთამომავალი ლედი პ.!ლედი პ.: მე მხოლოდ პაულეტა გრიუნციგის შეკერილ სამოსსვატარებ!ლაქია: მთავრის მეუღლე, ანასტასია მ., მოკითხვამდედევნილობაში მყოფი, ვინაც, რომ იცოდეთ, დიდისახელმწიფოების დაზვერვათა სამსახურში ჩააყენათვალისმომჭრელი თვისი მშვენება.ანასტასია (ხითხითებს საზიზღარ კილოზე) ხა,ხა,ხა...(ოფიციალურად): ყურად იღეთ, მხოლოდ ნელსინის ქუჩანომერ 7ა-ში!ლაქია: ლორდი რ. პრესის კონცერნის შეფი! რევიზიონისტულიაზროვნების დიდებული მეცენატი!ლორდი რ.: ყურადღება, შებღალულო სახელმწიფოებრიობავ!გულს ნუ გაიტეხთ! მიმართეთ ლორდ რ.-ს და მიენდეთმას! წარმატება გარანტირებულია! აი, უამრავი მადლობისბარათი!ჯეიმსი: გ. ბ. შოუ, ყველაზე საყვარელი კაცი ცინიკოსთა შორის.შოუ: ევროპას კიდევ 24 საათი სიცოცხლე უწერია. ჩვენს მერემოვლენ ჰოტენტოტები. დილის საუზმე ცოლის მზითევსმირჩევნია.სტუმრები: ო, რამდენს ცრუობ და გველაძუობ!მოხერხებულად და სარკასტულად!გვენდოლინი: რარიგადა ხართ უმოწყალონი,მთლად გააშიშვლეთ ჩვენი სალონი.წეს-ადათების დაუცველობაზეიმს შემატებს მომხიბვლელობას.შოუ: რას ბრძანებთ, არა, რაც უნდა იყოსკმაყოფილები ჩვენ უნდა ვიყოთ.ყველანი: ჩვენც უნდა ვიყოთ, თქვენც უნდა იყოთ, ისინიც უნდაიყვნენ.ჰუპკა: (შემოდის ელეგანტური სამოსით, ფრაკით, ორდენითმკერდდამშვენებული): ლედიზ ენდ ჯენტმენზ, გელზ ენდბოის! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მენახშირეთაჩაბნელებულ ქოხში!ყველანი: (გარდა გვენდოლინისა) ო, საელჩოს ბატონო მრჩეველო!(შემოეხვევიან).ლედი პ.: ნუთუ მისი აღმატებულება ჯერაც არ მობრუნებულაფორინ-ოფისიდან, - დაზვერვის სამსახურიდან? სად არისამდენ ხანს?ჰუპკა: მომისმინეთ, მე რა თქმა უნდა ოფიციალური დუმილისსაბურველში უნდა გავეხვიო, მაგრამ რაკი თქვენმომეწონეთ, ცოტა რამეს გაგიმხელთ საიდუმლოწყაროდან შეტყობილს. აქ ჩვენ აპროქსიმატულადმრგვალი მაგიდის კვადრატურასთანა გვაქვს საქმე.ლორდი რ.: (მიმართავს შოუს): აბდაუბდაა. ეს ჰუპკა გაცვეთილიდიპლომატია!შოუ: ისტორიაში პირველი დიპლომატი იყო ადამი.ლედი პ.: ო, რა სიბრძნეა!ანასტასია: ხა, ხა, ხა! და მერე ევა?შოუ: (მყისვე უპასუხებს): იყო მისი ცოლი!ანასტასია: ვაღიარებ ჩემს დამარცხებას.ლორდი რ.: და მაინც თქვენ უჭკვიანესი ქალი ბრძანდებითევროპაში. (გვენდოლინს მიმართავს): და მაინც,პატივცემულო გრაფის მეუღლევ, სადაა თქვენი მშვენიერისამშობლო?გვენდოლინი: რაო, გეთაყვა?ლედი პ.: როგორ, მილორდ, ნუთუ არ იცით? ასტორია ტიროლშიმდებარეობს და მისი დედაქალაქია რაინჰარდი.ლორდი რ.: მილედი ალბათ ავსტრიას გულისხმობს. მისიდედაქალაქია...შოუ: ლორდი რ. ერთადერთი ინგლისელია, ვინც ერკვევაგეოგრაფიაში. გეოგრაფია ხომ მსოფლმხედველობაა.ამიტომ მე მოვითხოვ გეოგრაფიის გაუქმებას. ესააერთადერთი საშუალება ომის თავიდან ასაცილებლად.გვენდოლინი: სარდონიული, - გესლიანი ნათქვამია, არ გეთანხმებით!ახლა ბატონებს ვთხოვთ მობრძანდნენ მალაიზიურდარბაზში! იქ ასტორიის ჯაზ-ბენდი შეასრულებს ვენურსიმღერებს.ლედი პ.: ოჰ, ლავლი!(სალონიდან ყველა გადის გარდა ანასტასიასი)ანასტასია: (მაქმანის თავსაფარს დაჭმუჭნის, შუბლს შეჭმუხნის,ჯერ მარცხნისაკენ გაემართება, მერე დარბაზისშუაგულში მობრუნდება, თვალებს მოჭუტავს): ხარაშო!(შემდეგ მანჭვა-გრეხით გაემართება მარჯვნისაკენ დასალონში მომავალ ჰუპკას დაეჯახება).ჰუპკა: პარდონ!ანასტასია: (საყვედურით): ნიჩევო! (გაალმასებულ მზერასგაადევნებს) ჩაიკოვსკი თუ მოგწონთ?ჰუპკა: გადასარევია, თუ ცოტაოდენ რომს ჩავასხამთ და პატარალიმონსაც დავუმატებთ. (ბარის სიახლოვესმოიკალათებს).ანასტასია: ხა, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! (გადის)ჰუპკა: ესეც ინტრიგანია, რა ძნელია ამათთან საუბარი(სასმელს დაეწაფება).გვენდოლინი: (შემოდის გაცეცხლებული): ამდენს ნუ სვამთ.ყოველი გაუფრთხილებელი სიტყვა საფრთხეს უქმნისჩვენი სახელმწიფოს არსებობას.ჰუპკა: ნეტავ ამაზე მეტი არა გვჭირდეს რა. ამ აზრით ასტორიაგამონაკლისი არ იქნებოდა სხვა ცივილიზებულსახელმწიფოთაგან. მაგრამ ათასი სხვა გარემოება ერთიუკიდურესობიდან მეორისაკენ მიბიძგებს. ყველაზე საეჭვოგარემოებას ჩვენი სახელმწიფოსთვის ის წარმოადგენს,რომ უცხოური ტურიზმი არა გვჭირდება.გვენდოლინი: ოჰ, თქვენ ალბათ იმ საშინელ მეცნიერსგულისხმობთ, ჩვენი ასტორიის კიდით კიდემდე მოვლისმოსურნეს.ჰუპკა: დიახ, ბლიც-შუქმკრთომ ფოტოაპარატიან კაცს!გვენდოლინი: ის უკვე თავიდან მოვიშორე. ავუხსენი, ასტორიამთაგორიანი, ქვეყანაა-მეთქი, გაუვალი ჭიუხებით, საცახშირად კისერს იმტვრევენ ხოლმე თვით მრავალნაცადიალპინისტებიც.ჰუპკა: მე ვუთხარი, ასტორია დაჭაობებული დაბლობია-მეთქი,მალარიის ბუდე. რაღა არ მოვიგონე, შხამიანი გველებიცვუხსენე და ცეცე ბუზიც, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვერდავაშლევინე. მერე გავიგე, თურმე ცოლმა უღალატა დაამიტომ სიკვდილს მიელტვის.გვენდოლინი: ჰუპკა, კონტინენტი თუ ამოარჩიეთ?ჰუპკა: სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე, თუმცა უთუოდ უნდამოვიფიქროთ.გვენდოლინი: მე ძალიან მუქ ფერებში მესახება მომავალი.ჰუპკა: აჰა, უკვე შეგატყობინეს შუქის ამბავი?გვენდოლინი: რა შუქიო?ჰუპკა: ისაო, რო თხუთმეტ წუთში საელჩოს შენობასჩააბნელებენ, რადგან დენის ფული ვერ გადავიხადეთ.გვენდოლინი: მოგვეჭრა თავი!ჰუპკა: თქვენი ბრალია! ყაირათიანად უნდა დაგეხარჯათ ისთქვენი ათი ათასი დოლარი. თუმცა, რა ბედენაა ახლა,როდესაც ბრიტანეთის იმპერია ავიმხედრეთ!გვენდოლინი: როგორ?ჰუპკა: აი, ამგვარად: რა მექნა, ლორდმა ი.-მ შეგვატყობინა,ინგლისის მეფემ თქვენი დედაქალაქის მონახულებაინებაო.გვენდოლინი: თქვენ რა უთხარით?ჰუპკა: გმადლობთ, - ვეღარაფერი.გვენდოლინი: რატომ?ჰუპკა: (მხრებს აიჩეჩავს) იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერსრიგიანად აკეთებენ.გვენდოლინი: თქვენ შეურაცხყოფთ იმპერიას!გრაფი: (შემოდის და საზეიმო კილოზე განაცხადებს) მადლობასმოგახსენებთ, ბატონო საელჩოს მრჩეველო!ჰუპკა: სამადლობელო არაფერია!გვენდოლინი: ლუიტპოლდ, დაგაპატიმრეს?გრაფი: აკრედიტაცია გამიკეთეს, ჩემო ძვირფასო, ჩვენი ჰუპკასგასაოცარი მოხერხებულობის წყალობით. ფორინ ოფისისტლანქი მახინა დიდი სიჩქარით დატრიალდა.ჰუპკა: საქმე ჩიხში შევიდა, ჯიგარო. რა მოხერხებულობაზეასაუბარი?გრაფი: მან უმძიმესი დარტყმა მიაყენა იმპერიას. ჰოდა, ჯერსაფრანგეთმა თქვა უარი ჩვენი სახელმწიფოს ცნობაზე,გერმანიამ მხოლოდ დროებით აღიარა ჩვენიდამოუკიდებლობა, ეო იპსო არ გვაღიარა მცირეანტანტამ, შემდეგ მაშინვე გვაღიარა იტალიამ, ამიტომავსტრიამ და უნგრეთმა ერთად გვითხრეს უარი დეფაქტო აღიარებაზე, ამერიკამაც უარგვყო, იაპონიამ კიპროტესტის ნიშნად გვაღიარა და ბოლოს ფორინოფისმაც აგრეთვე გვცნო ყოყმანის შემდეგ.ჰუპკა: ალბათ მინიმუმ ათი წელი დაგვჭირდება, ვიდრე თავსდავაღწევთ ამ აბდაუბდას.გრაფი: (ამაყად): მინიმუმ! აი, ეს არის დიპლომატია. რაკიასტორია ბასტიონს წარმოადგენს აღმოსავლეთსა დადასავლეთს შორის, მე უნდა ვიტვირთო ევროპისწინამძღოლობა. ახლა კი წავალ ორდენებისდასარიგებლად.ჰუპკა: აბა, საიდან დაასკვნა უმეცარმა ბერიკაცმა, რომ ასტორიააღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არისგანლაგებული?გვენდოლინი: დილით, საუზმეზე ამიხსნა. მხოლოდ ჩამორჩენილისახელმწიფოები არ მდებარეობენ აღმოსავლეთსა დადასავლეთს შორის.(სიცილით შემოდიან იგივე სტუმრები, თან მოაქვთ გლობუსი)გვენდოლინი: დიდებულია! რა საოცარი გლობუსია, მრგვალი,ლამაზი!ლედი პ.: იცით, გრაფის მეუღლევ, რა გვითხრა ახლა ჩვენმაგ. ბ. შოუმ?შოუ: მე ვამტკიცებდი, რომ ასტორია არ არსებობს.(ჩამოვარდა სიჩუმე).გვენდოლინი: დიდებულია.ჰუპკა: წმინდაო ნეპომუკ, შენ გვიშველე!შოუ: შემდეგ იქვე დავსძინე, რომ არც ინგლისი და ამერიკაარსებობენ!ლედი პ.: წარმოიდგინეთ, რომ ეს გახლდათ ყველაზე უფროღრმააზროვანი აფორიზმი, რაც კი ოდესმე უთქვამს.ლორდი რ.: ახლა ჩვენ გლობუსზე ვნახეთ და დავამტკიცეთ, რომინგლისი და ამერიკაც არსებობენ.შოუ: გეოგრაფია პოლიტიკური არგუმენტია, მაგრამმტკიცებულებას არ წარმოადგენს.ლედი პ.: ახ, რა უცნაურია!ლორდი რ.: ოღონდ ასტორიის სამეფო იქ ვერ ვიპოვეთ. სასაცილოა, არა?ჰუპკა: ჰა ჰა ჰა! (ყველანი იმედიან მზერას მიაპყრობენ მას დაგვენდოლინს. ჰუპკა მთვრალია. წამოდგება) ამაზეადვილი არაფერია! წყნარი ოკეანე ასე პირდაპირ უნდაგადაკვეთოთ და კიდევ სამი რესპუბლიკა მარცხნივ. მერემეოთხე ნავთობის ჭაბურღილთან მოუხვევ მარცხნივ, რიოსუპეროქსიდს გადალახავ და...ლორდი რ.: ეგ სად მდებარეობს?ჰუპკა: თუ არ იცით, მდინარე სად მდებარეობს, ვერ აგიხსნით.ლედი პ.: კარგი, მაშინ მაჩვენეთ!ჰუპკა: მე მირჩევნია, აგიხსნათ. ასტორია დივიზა ინ ტრეს პარტესკვორუმ უნამ აპელანტ სიზ სეკუნდამ ტრანს ტერციამეტსეტერა კუმ გრაცია ად ინფინიტუმ. კორრიერე დელასერა. კავენტ კონსულეს. ასტორია იფსა ლუკუს ანონლუცენდო აპრეს ნუს კუმ გრანო სალის. ჟედჩე პოლსკანე სიგნელა. ასტორია კვაზი უნა ფანტაზია კვო უსკვეტანტემ სეტერემ კონსეო კართაგინემ ესე დელენტამ.გაუმარჯოს იმპერატორს. ვივ ლემპერიორ.ლედი პ.: ასტორიულ ენაზე გვესაუბრება.შოუ: ასტორიული და უზბეკური მომავლის ენები გახლავთ.ჰუპკა: (ცდილობს მიჩქმალოს გლობუსი) ო, ასტორიის ღამეები!ოდეს ბალალაიკის ჩხაკუნი ზვიგენების დაგუდულ კრინსშეუნივთდება და ბუმბერაზ მთათა სილუეტებიმელანქოლიურად აირეკლებიან ასფალტის კრიალაზედაპირზე და მოშინაურებული გნუ დასარწყულებლადმიიჩქარის, როდესაც ხნულებს ოხშივარი ასდით დაწყნარი ოკეანის ტალღებს კოლუმბი და ვიკინგებიესიზმრებათო, გელზ ენდ ბოიზე! - ჯობს თავი ვანებოთვიკინგებზე საუბარს. ვიკინგები განიყოფებიან _ლედი პ.: ნათქვამმა ცხოველი ინტერესი გააღვივა თქვენიდიდებული ქვეყნის მიმართ. სად მდებარეობს იგი?ჰუპკა: (გლობუსს დაატრიალებს): აბა, როგორ გიჩვენოთ, როცადედამიწა ასე ჩქარა ტრიალებს?შოუ: დედამიწა არ ბრუნავს! გალილეი მიჰქარავს!ყველანი: ჭეშმარიტად!(შემოდის გრაფი, ხელში ორდენი უჭირავს).ჰუპკა: (უკიდურესად სასოწარკვეთილი) ჰუპ _გვენდოლინი: (გააფთრებით): თავი შეიკავეთ!ჰუპკა: თქვენო უდიდებულესობავ! ჰუპ _ლედი პ.: (ხმადაბლა) გესმით,_სალამი ასტორიულად...(ნათქვამს ერთმანეთს გადასცემენ).ყველანი: თქვენო უდიდებულესობავ! ჰუპ _გრაფი: (გაოცდება) ჰუპ?ლორდი რ.: მაგრამ საქმე ძალიან საეჭვოა. სად მდებარეობსასტორია?გრაფი: (მისკენ გაიწევს): ლორდ რ., თქვენ მუდამ სულით დაგულით უჭერდით მხარს ასტორიის საზღვრებისრევიზიას. განაგრძეთ თქვენი კეთილშობილურისაქმიანობა ვით გრძნეულმა დარაჯმა ასტორიულისაწმისისა.ლორდი რ.: ასტორიაში ჩემმა ბოლო სტუმრობამ მაგრძნობინა, რომდაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თქვენი საზღვრებისხელშეუხებლობა.შოუ: მაგრამ ევროპული სულიერების კრიტიკის სახელითგეკითხებით, სად მდებარეობს ას_გრაფი: თქვენ, დიდებულო ოსტატო, ასტორიული ნააზრევისმსოფლიო მასშტაბით გავრცელებისათვის უსასყიდლოდგენიჭებათ მესამე ხარისხის ასტორიული წავის ორდენი!შოუ: ასტორიაში ჩემმა ბოლო სტუმრობამ დამარწმუნა, რომთქვენ წარმოადგენთ ყველაზე პროგრესულ სახელმწიფოსმსოფლიოში.ლედი პ.: მაგრამ ძვირფასო, სად მდებარეობს...გრაფი: თქვენ, ლედი პ., გაჯილდოებთ მეორე ხარისხის ჯვრის ორდენითდა გაკისრებთ ასტორიის ვეტერანთა დაობოლთა დახმარების პატრონაჟს. თქვენ აკი მუდამდედობრივ მზრუნველობას იჩენდით ჩვენი ობლებისმიმართ:ლედი პ.: თქვენი მშვენიერი ქვეყნის მეურვეობა საპატიო დასაშური საქმეა.ანასტასია: კარგი, კეეეთილი, მაგრამ სად, სად...გრაფი: დიდმთავრის ქალო! თქვენ, ვით ყველაზესახელგანთქმულ მსხვერპლს ბოლშევიზმისა, გენიჭებათსაპატიო მოქალაქეობა ასტორიისა და საუდიერო თანხაყოველწლიურად 30 000 ფუნტის ოდენობით.ანასტასია: მე ვიცნობ და მიყვარს თქვენი პრიმიტიული, მისტიურიქვეყანა, მიყვარს თვინიერი მუსიკა ასტორიისა.შახ_დედილო ასტორია!ჰუპკა: (ყოველი ჯილდოს გადაცემისას იძახის ვივას და თითოჭიქას გადაჰკრავს. ძალიან დათვრა. გლობუსს აბრუნებს)გელზ ენდ ბოიზ, მე ვერ ვპოულობ ამ ოხერასტორიას!ყველანი: როგორ თუ ვერა? (ოთახის კიდიდან ყველა მიუთითებსგლობუსზე) აგე, იქ მდებარეობს!!!ჰუპკა: ესე იგი...(შემოდის დენის გადასახადის ამკრები და გვენდოლინსდაეჯასება).დენის მოლარე: გეთაყვათ, თუ ქალბატონი არ გადაიხდის, ახლავეგამოგირთავთ შუქს.გვენდოლინი: ჩემო კარგო, ჩვენ საიდუმლო კავშირი გვაქვსიაპონიასთან!დენის მოლარე: მაშინ იაპონიამ გადაგიხადოთ დენის გადასახადი.გვენდოლინი: (გულიდან ჩამოგლეჯს ორდენს ჰუპკას) საზეიმოვითარებაში ჯილდოდ გიბოძებთ პირველი ხარისხის წინდისორდენს.დენის მოლარე: ხელზე გეამბორებით! ახლა კი დენს გამოგირთავთჰუპკა: (გამოხტება) ერთი წუთით! (ლორდ რ.-ს მიეჭრება) ბოდიში,მილორდ, იქნებ მცირე რამ თანხა გვასესხოთ, ვითმეგობარმა ჩვენი ქვეყნისა?ლორდი რ.: მაინც რამდენი, ბატონო საელჩოს მრჩეველო?ჰუპკა: (დახედავს ანგარიშს) ზუსტად 35!ლორდი რ.: ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ, რისთვის?ჰუპკა: ეჰ _ ელექტრონული დანადგარებისათვის.ლორდი რ.: აჰა! სამხედრო აღჭურვისათვის? ერთი რამ მაკვირვებსმხოლოდ, რომ დ_მ ვერაფერი დახმარება აღმოგიჩინათ!ჰუპკა: დ_ს შემთხვევით არაფერი ჰქონდა თან. ამიტომ თვისბოლომდე ძალიან გაგვიჭირდება.ლორდი რ.: (დაფიქრდება): ურიგო არ იქნებოდა. მეც შემეძლოინვესტიციის სახით, იმისათვის, რომ როკფელერისათვისსეირი მეჩვენებინა თა...ჰუპკა: (დაძალებით) ბრავო, აჩვენეთ სეირი!ლორდი რ.: (ხელი-ხელს მისცემს) დიდებულია!ჰუპკა: (მეორე ხელს გაუწვდის) გმადლობთ.ლორდი რ.: არაფერს.ჰუპკა: ეჰ, თქვენო უდიდებულესობავ...ლორდი რ.: გთხოვთ!ჰუპკა: მერე ფული?ლორდი რ.: (სიცილით) საელჩოს მრჩეველო, აბა რა გეხუმრებათ!არა, ოცდათხუთმეტი? ჰაჰაჰა. ამდენი მილიონი დოლარითან არა მაქვს.ჰუპკა: ჰაჰაჰა! (ფარისევლობის გადამკიდე შეცბუნდება და ხველააუტყდება).ლორდი რ.: ან იქნებ თქვენ ასტორიული ვალუტა იგულისხმეთ?ჰუპკა: დიახ, კუკრუზი.ლორდი რ.: როგორია კუკრუზის კურსი?ჰუპკა: (ბრდღვინვით) ჩამოფასებული კუკრუზი უდრის 15 კუზს,ესე იგი 73 უზს, მაშასადამე 30 კუკრუზს.მოლარე: მეც ავდგები და შუქს გამოგირთავთ.ჰუპკა: კი, ბატონო, გამორთეთ!გვენდოლინი: ჰუპკა, რას მიედ-მოედებით?ჰუპკა: მომისმინეთ, ახლა ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფო ფირმა,სახელმწიფო ორდენი, საიდუმლო სამხედრო ალიანსი,ეროვნული სალამი, სახელმწიფოს ვალები და ინფლაცია.რა თქმა უნდა ზოგი რამ ჯერაც გვაკლია, მაგრამ საქმემაინც წინ მიდის.მოლარე: უსინათლოდ.გვენდოლინი: (ჰუპკას მიმართავს) მესმის. ესღა გვაკლდა.(მოლარეს): გამორთეთ შუქი, ჩვენ ვიტყვით, რომ მოკლეჩართვა მოხდა! შეჩერდი! ერთი რამ კიდევ გვაკლია!ეროვნული ჰიმნი. ჰუპკა, თქვენ სასწრაფოდ უნდაშეთხზათ სახალხო ჰიმნი, ჩქარა, ვიდრე სიბნელედაივანებს.(ჰუპკა გაჯავრდება. ატყდება ჩოჩქოლი და უცებ დაბნელდება).

მეოთხე სურათი

ასტორიის საელჩოს კარიბჭე. პაული და პისტოლეტი წვანან და სძინავთ. პაულს სიცივისაგან გაეღვიძება.
პაული: ცივა.პისტოლეტი: (გაიღვიძებს) შენს გულს ვერაფრით მოიგებ, -ყინვისაგან დამზრალ კიდურებსა და მზის დარტყმასერთდროულად ვერ დაიგემოვნებ.პაული: სასტუმროდან რომ არ გამოვეპანღურებინეთ...პისტოლეტი: ნუთუ შენ მართლა გეგონა, რომ ლონდონელისასტუმროს მეპატრონე პანღურით არ გამოისტუმრებდაჩვენს ძმა მაწანწალას?პაული: რატომღაც ასე მეგონა.პისტოლეტი: მაინც რატომ გეგონა?პაული: ბრიტანელთა სპორტული სულისკვეთების გამო.პისტოლეტი: მაშინ ახია შენზე! (ისევ დაწვება).პაული: (პაუზის შემდეგ) ცივა.პისტოლეტი: სამაგიეროდ ახლა გამოფხიზლდი. მთვრალი კაციმხეცია. ნუთუ კაცურ-კაცობა აღარ გეთნევა?პაული: (აკანკალებს) როგორ არა. მაგრამ ახლა ადამიანურდუქანში რო დამსვა და სასმელ-საჭმელი მომცა...პისტოლეტი: (წამოიმართება, დაუყვავებს): დღევანდელახალგაზრდობას ლოგიკისა აღარაფერი გაეგება. მაშინშენ ისევ და ისევ გატყვრებოდი, მაშასადამე პირუტყვადიქცეოდი, მაშასადამე კაცურ-კაცობისაგან შორსიქნებოდი მაინც.პაული: ბედნიერი კი ვიქნებოდი.პისტოლეტი: სწორედაც არა. ბედნიერიც იყო და კაცობაცშეინარჩუნო - არ გამოვა, ვერ იზამს ადამიანი.პაული: არა მჯერა!პისტოლეტი: დაიჯერებ. აბა ერთი კარგად დააკვირდიქვეყნიერებას...პაული: იქნებ კიდევაც დავიჯერო. სადღაცა ამ ქვეყანაზე...პისტოლეტი: „სადმე ამ ქვეყნად"- მეც ასე ვჭიკჭიკებდი...ვიდრე ხეტიალს დავიწყებდი. ახალგაზრდა დათავქარიანი, ან ხანდაზმული და ჭკვიანი. ყველაფერიერთად არ გამოდის.პაული: რა დაიჟინე ან ასეო და ან ისეო, მე ახლა გეუბნებისადმე ამ ქვეყნად...!პისტოლეტი: მერე სადა, ყმაწვილო?პაული: (ხმადაბლა) სადა? (ასტორიის საელჩოს ფირნიშსმთვარის შუქი მოეფინება) აი, თუნდაც ასტორიაში!პისტოლეტი: (დაინტერესდება): ასტორია? რა არის ასტორია?პაული: ეტყობა, რაღაც სახელმწიფოა. სადღაცა ამ დუნიაზე.პისტოლეტი: პირველად მესმის.პაული: მეცა, და ამიტომ...პისტოლეტი: აჰა! რას მიედ-მოედები. ერთდროულადცრუპენტელაც და სასოწარკვეთილიც, - არ გამოდის, ვერიზამს კაცი.პაული: (წყნარად) გამაგრდი, პისტოლეტი! ასტორიაშიზამთრობით ქუჩები თბება, რომ უსახლკარო ხალხი არგაითოშოს. ყოველ ბაღში ბუჩქებად იზრდება ბანანები,მწიფე, დასავლეთ ინდოეთისა. ასტორიაში ადამიანებიუბედურების გადამკიდენი კი არ ლოთობენ, არამედსვამენ იმიტომ, რომ ბედნიერები არიან. იმიტომ, რომასტორიაში მუქთადაა ყველაფერი. ფულიც კი. გოგოებსსაზაფხულო კაბები აცვიათ. (მთვარის სხივი მოშორდებასაელჩოს ფირნიშს). თუმცა შენ ეტყობა არ გაინტერესებს,გძინავს.პისტოლეტი: (წამოხტება) ვისა სძინავს, შე ცინგლიანო? რაგგონია, შეიძლება ამის გამგონე კაცს ჩაეძინოს? შენგინდა დამარწმუნო, რომ ასეთი რამე არსებობს? მიწისერთ ნაჭერზე ესოდენი ბედნიერება?პაული: (მტკიცედ): უნდა არსებობდეს. რაოდენ დიდიცაა სხვაგანსიდუხჭირე, იმდენჯერ მეტი უნდა იყოს ასტორიაშიკეთილდღეობა. ავტომატურად. თორემ ქვეყანა არასდროსაღარ გასწორდება.პისტოლეტი: (ხმადაბლა): ნეტავ ერთი რას ავიკიდე ეს ყბედი!(გაცეცხლდება): ამ ქვეყანას აბა რა გაასწორებს!პაული: დიახაც გასწორდება! აბა მაშინ რაღა აზრი აქვსსიცოცხლეს?პისტოლეტი: რაო? მიყურე. ახლა მე მაგალითად აიმ კუთხეშიბაზრის პავილიონს მივაშურებ და ვიკითხავ, იქნებაჩვენთვის რამე საქმე გაიჩითოს, აი თუნდაც პროდუქტებისგადატვირთვა. ჩვენი შანსია ერთი-ასიათასთან. დაპირიქით, როცა დავიხოცებით, შანსი ნულის ტოლიგახდება. ხო გაიგე ახლა, რა განსხვავებაა ცოცხალსა დამკვდარს შორის?პაული: ჩემთვის ნამეტნავად მცირეა ეს განსხვავება. (სახლისჩრდილში წამოწვება. პისტოლეტი გადის. პაუზა.შემოდიან ჰორტენზია და როზა.)ჰორტენზია: ო, როზა, ეს ბატონი შენ ტყუილად გაუშვი ხელიდან.როზა: ეს ბატონი კი არ იყო, ქალბატონო ჰორტენზია, არამედ,კაცი.ჰორტენზია: ვინც კაპიკს არა სცემს პატივს, ის არაა ფულისღირსი. ქედმაღლობა სიმდაბლის ნიშანია.როზა: გესმით, ქალბატონო ჰორტენზია, ძალიან დამავალეთ,რომ პროფესიის დაუფლებაში მეხმარებით და თქვენსრაიონში მუშაობის უფლებას მაძლევთ. მაგრამ ეტყობასაამისო ტალანტი არ გამაჩნია.ჰორტენზია: ტალანტი კი, მაგრამ პრინციპი - არავითარი!როზა: ჰო, ალბათ, მაგალითად, ვერა ვარ ხელმომჭირნე.ჰორტენზია: ახალგაზრდა და თავქარიანი!როზა: დიახ, თანაც მე ნამეტანი უწესო ვარ რიგიანიროსკიპისათვის. ჰოდა, რაკიღა უწესო ვარ, სულ ვფიქრობ,იმ დროს რას ვიფიქრებდი და მაშინ შემზარავს ხოლმე.და მერე სხვა რამ ფიქრი ამეკვიატება, რომ იმაზე აღარვიფიქრო.ჰორტენზია: (დედობრივ კილოზე): მაინც რას ფიქრობ ხოლმე,შვილო? (მთვარე გამოანათებს).როზა: ასტორიაზე ვფიქრობ ხოლმე.ჰორტენზია: შენს საქმესთან დაკავშირებით?როზა: ასტორიაში საქმეს არავინ აკეთებს. ასტორიაშისიყვარულით იქმნება ყველაფერი და მის გარეშეარაფერი. ასტორიაში ქალები უბედურების გამო კი არაჩენენ შვილებს, არამედ ბედნიერების გამო. ყველანიბინადრობენ სოფლად, პატარა სახლებში. ყველასა აქვსბაღი შუშის ბურთებით, ტიკინებით, მტრედებით,ჰამაკებით, ფურისულებით, შვლებითა და ირმებითდამშვენებული. ქორწინების კანონში წერია, რომმამაკაცს მხოლოდ მაშინ ეძლევა უფლება შეირთოსქალი, როცა იგი იმგვარ საალერსო სიტყვას მოიფიქრებსსაბედოსათვის, რაც მანამდე არავის უთქვამს.ჰორტენზია: (შეძრული): ამდაგვარი არ არსებობს, არსად!როზა: უნდა არსებობდეს. აბა რატომ უნდა მომსვლოდა თავში?ხომ საიდანღაც მოდიან ჩვენი აზრები. იქნებ ყოველჩვენთაგანს ოდესმე რამე

ზოიფერი იურა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი