↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რასა ორი სახის არის (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)

ზოიფერი იურა

2012-08-121 წთ საკითხავი673 ნახვა

—
თეთრკანიან კაცს უღვთოდ დაკლავენ,ოღონდ ფორდებმა მოგება ნახონ.ყვითლებს კი ელით ძმათა საფლავიძვირფასი მადნის საბადოს ახლოს.თეთრი მაასთან მოკვდა ბრძოლებში-რაიხის ჰიმნი ჟღერს რიხიანი,ყვითელი მღერის გაზის ბოლქვებში„დავიცვათ ჩვენი იანძიძიანი!"ეს ხომ იგივე სიმღერა არი -რასის სხვაობა, სად ჩანს, მითხარი!
თეთრს უწილადეს უწინდებურადთავშესაქცევად მაგარი თოკი,შავებს ხოცავენ მთლად ახლებურადმაღალი ძაბვის ელექტროშოკით.თეთრ უმუშევარს, ვითარც წესიახალხის ამხანაგს არქმევენ რბილად,შავს - მხოლოდ „შავ ღორს", უფრო მარტივად,მაგრამ ორივეს შუბლში ესვრიან,თუ წინ აღუდგნენ იმას, რაც არი.რასის სხვაობა, სად ჩანს, მითხარი!
ყავისფერ მუშას უნდა სადილიდა სამუშაო, თეთრს - ზუსტად ასე.თეთრ გენერალს კი მათი სიკვდილი,ყვითელიც ხოცვის ბრძანებებს გასცემს.ენები სხვაა - ლოცვა კი ერთი:„მოგზავნე ომი, მაღალო ღმერთო!"ასეა, ვიდრე ჩაგრულებს ერთადრისხვა შემატებს გამბედაობასდა აღსდგებიან, დასჭექენ ერთხმად:„ბოლო მოეღოს კლასთა სხვაობას!"

ზოიფერი იურა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი