პოეზია · ლირიკა
მოპოვებული ბედნიერება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მოპოვებულო ბედნიერებავ!ო, რა ხშირად შენი გულისთვისდავდივართ ჩვენალესილ დანის პირზე!ჩვენი თვალებისთვის -შენ შუქურა ხარ ღამეში მოციმციმე,ფეხებისთვის -ყინული ხარ,რომელიც ყოველ წამს მზადაა ჩატყდეს და ჩაგვიტანოს.შენ ვერასოდეს ვერ შეგწვდება ის,ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი ხარდა სანატრელი.და როდესაც შენჩვენთა სულთა შეღამებაშიიძირები, ვითარცა მზე -შენ აცისკროვნებ მათ,როგორც განთიადის სხივიფრინველთა ბუდეებს...მაგრამ ყოველივე ესარარაობააიმ ბავშვის ცრემლთან შედარებით,რომლის ბურთიმდინარემ გაიტაცა.