↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ჭის თავზე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

მონტალე ეუჯინიო

2012-08-121 წთ საკითხავი334 ნახვა

—
ძველი ჭის თავზე ოწინარი ჭრიალებს გაბმით, -მზის სინათლეზე ჯურღმულიდან ამოაქვს წყალი.პირსავსე კასრის ზედაპირზე თრთის და ცახცახებს,ვით შორეული მოგონება - ნაცნობი სახე.ვიხრები მისკენ, მსურს შევეხო და რაღაც ვუთხრა,მაგრამ ეს სახე უცებ კარგავს ნაცნობ კონტურებს,მშორდება, მტოვებს, იბინდება... და აი, ისევ,ძველი ჭის თავზე ოწინარი ჭრიალებს გაბმით,გაბრუნებს, ტკბილო მოგონებავ, ჭის ბოროტ ფსკერზედა ისევ ისე: ჩვენ მანძილი გვაშორებს შორი.

მონტალე ეუჯინიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი