პოეზია · ლირიკა
* * * ტყუილად ხატავ გულებს მინაზე (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
ტყუილად ხატავ გულებს მინაზე: მდუმარების დიდი რაინდიჯარისკაცებს უხმობს უკვე კოშკის ეზოში.ხეზე კენტად აღმართულა მისი დროშა -შემოდგომის ლურჯი ფოთოლი.ლაშქარს ურიგებს გულგრილობის ჩალისღერებს, დროის ყვავილებს.თმაში ჩიტებით, დაშვებული ხმლებისკენ მიდის.ტყუილად ხატავ გულებს მინაზე: ღმერთი დგას ბრბოში.აცვია პალტო, შენ რომ მხრიდან ჩამოგისხლტასადარბაზოს ბნელ კიბეზე ერთხელ, ღამეში,როდესაც კოშკი ცეცხლში იდგა,და ბოდავდი სხვებთან ერთად: უსაყვარლესო...ვერც პალტო იცნო, არც ვარსკვლავებს არ ასძახა,მიყვებოდა მხოლოდ ფოთოლს, წინმოფრიალეს."ო ჩალისღეროვ", თითქმის ცხადად ჩაესმოდა, "დროის ყვავილო".