პოეზია · ლირიკა
სიზმარი
თქვენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო ზიზი,პორტო ფრანკო და წყვილი ქარაგმა,გაგეცინებათ და წვიმის ზიზღიქალაქში ისევ წვიმამ ალაგმა.
ჩანდნენ ქოლგები, გრძნობათა მოტივს -არ ჰქონდა არსი, წვეთების დენთიცსკდებოდა ზღვაზე და ჩანდა ფლოტიდა მახსოვს ზიზი რომ კარგად წერდით.
შეგეძლოთ ვრცელი საუბრის ასხმა,მე კიდევ ბევრი დუმილი გკადრეთ,გიყვარდათ მზე და ასე ჩემს მსგავსადდაკარგეთ მამა ძალიან ადრე.
ვერ დაბადებულ ჩემს თავს ვტიროდი,წვიმდა წარსულის წვიმა ვითარმედ,თქვენ ერთობოდით სანაპიროთიდა მე ბავშვობა გადმომითარგმნეთ.
დროც თქვენი ხასიათივით მოლბა,თუმც ყველაფერი იყო თამაში,წუხელ კი მაინც მესიზმრეთ ქოლგით,ცისფერ კაშნში და მწვანე კაბაში.