პოეზია · ლირიკა
საქართველოდან ტაო-კლარჯთში დაბრუნებული ბიჭის მონოლოგი
„კიდევ ერთხელ მიამბე გურჯისტანზე ეფენდი,ისევ იმეორებდა ბიჭი ტაო-კლარჯელიდა უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით,თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი“
მოსვლის მიზეზი მარტივია -მე აქ სახლი მაქვს!მე აქ მიწა მაქვს!ტაძარი მაქვს!ჩემივე თავიჩამოგიტანე ეფენდი დასანამ ჩაგთვლემდეს,ყური დავუგდოთ ბრმა წარსულშიდამწყვდეულ ბღავილს.ჩამოვისვენოთ ჩვენს ტკივილთან,სევდის გუბესთან,დღეს ყველა სიტყვა შვება არის,ხსნაა, მუხტია.გეტყვი -ქალები თუ კი ჩადრით მოგვიგუმბათეს,ტაძრებს გუმბათი ჩადრებივით გადაუხდიათ.მოუღეღიათ კუთხეებიცირგვლივ იმდენად,(იფიქრებს კაცი - ასე იყო ალბათ ოდითგან) -ერთ-ერთ მათგანშიმცირე ლოცვა თუ აღვლინდება,თითოეულს რომ ესმოდეს დასული მოითქვან.ანგელოსების მარხილებიც აქვე კივიან,ამღვრევენ სათქმელს ტკივილები,ასე შებოჭილს,მე აქ დავბრუნდი რადგან წასვლაეს იგივეა -საქართველოდან რომ წახვიდესაქართველოში...მზად ვარ ეფენდიყველა ღამე თეთრად ვათენოთ,თორემ სხვა ნაპირს მისდგომიაჩვენი ნიჩბები,ეკლესიაში დღეს მეჩეთი შემოგიტანესდა ფეხშიშვლებიფეხაკრეფით დაააბიჯებენ...ფიქრი იმაზე რომ ვერავინ იზამს ჩვენოდენს,სისულელეა,უაზროა ყველა გოდება,ტაძარს ოდესმეთუ კი ლოდი მოერღვეოდა,ჩვენი ბიჭები უდგებოდნენ მახსოვს ლოდებად.მხოლოდ ეს დარჩა ერდადერთიახლა სალბუნი,შვებაც მან ჰპოვა რწმენისათვისვინაც იწამა,მოსვლის მიზეზი მარტივია,ჰოდა დავბრუნდი,მე აქ სახლი მაქვს!ტაძარი მაქვს!მე აქ მიწა მაქვს!სადღაც დაფნების სიმშვიდეშიკრთება ოსანა,ალბათ უფალმა საბოლოოდასე ინება, -რომ მეც შენსავითთურქულ სამოსს შევიმოსავ დაცრემლებმორეულს ტირილამდე ჩამეთვლიმება!...