↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასაცილოა

აბუსელიძე როინ

2012-10-121 წთ საკითხავი21884 ნახვა

—
წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდდამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -
რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,წამები ჩვენი მონატრების კადრად აქციადა დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.
სასაცილოა, უშენობას ვერ შევეგუე,თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -წვიმდა, ციოდა.
მერე მივუშვი! ალკოჰოლში ჩავდე საღამო,ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი