↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალამი ჩემგან პოეტ ძმაკაცებს

აბუსელიძე როინ

2021-02-141 წთ საკითხავი4443 ნახვა

—
სალამი ჩემს ახალგაზრდა ბებრებს,სალამი ჩემს დაძველებულ კოჰორტას,ნუ მომაკლებთ ახალ-ახალ ხებრებს,თქვენს სიყვარულს ნუ მომაკლებთ ოღონდაც.სალამი ჩემს საძმაკაცოს, სალამიამ განვლილ წლებს ფარით ვერ იყიდი დაგახხსოვთ ძმებო "სან რემოსთან" იმ დღეს,ჯგუფურად რომ გადავაფსით ხიდიდან?რა ვქნა ისევ მაგ წუთებზე ვოცნებობ,თუმცა ვერ ვარ ძველებური მომლხენი,ის თუ გახსოვთ, თქვე, თქვე პატიოსნებო,ბორდელში რომ ერთმაც არ შემომყევით?რა ვუყავით იმ ჯიგარს და ლაზათს,წყლის ნაცვლად რომ პირზე ღვინო შევისხით,წელს რამდენი უსრულდება ზაზას?შარშან იყო მარტო პაპაჩემის ხნის.სალამი თქვე წასულებო, რამეთუამ ქალაქში აღარა ხართ მყარად,ვერ მივმხდარვარ ცოლი მოიყვანეთ თუთქვე ბებრებო ცოლმა მოგიყვანათ.ასე არის, მე კი გავი-Речь-ე დასაფიქრალი გვრჩება აჩის გელინზე,მე მახსოვხართ ყველა, თქვე, თქვე, თქვე ჩემათქვენც გახსოვდეთ როინ აბუსელიძე.თორემ როგორც შეშლილი და ხეპრე,დავაწვები თბილისისკენ ქალამნით,სალამი ჩემ ახალგაზრდა ბებრებს,ჩემს გულიან საძმაკაცოს სალამი!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი