პოეზია · ლირიკა
საკუთარი გავლენიდან დაწერილი ლექსი
ვზივარ ულექსოდ დათითქმის უსახელოდ,ასე გაცილებითწერაც იოლია,ჩემში უმნიშვნელოდარის რუსთაველი,მაგრამ უმეტესიგალაკტიონია
პოეტს საუკუნე როგორაკინძვია,ადრე გავიგე და გვიანმოვისაზრე,ახლა სისხლძარღვებშინიშნიანიძეა,ხოლო აორტაში მიდუღსგორგილაძე.
მიყვარს სიარული ყოველღამით, გვიან,ყოველ გზამსხვილიდან ყოველგზაწვრილამდე,ანუ ბესიკამდეასათიანიდან,ანუ წერეთლიდანბარათაშვილამდე -
რადგან ხეტიალსაც შნო აქვსხეტიალის,სადღაც შორიახლო ყეფენდამბაჩები,თუმცა პოეტებზე ბევრადმეტი არის,ახლა სტრიქონებზეც ბევრადმეტი არის,ყველა გენიოსზებევრად მეტი არის,ჩემში მამაჩემი...