↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საკუთარ თავს, სოფელს, წინაპართა საფლავებს

აბუსელიძე როინ

2004-07-121 წთ საკითხავი21886 ნახვა

—
.............................................................................ძველ ჯიხურთან რომ გადახვალ მესერსდა ხვდები ღამეს ზამთრის ასტრალზე,იქ ნახავ -წარსულს თუ როგორ თესავსერთი პატარა ნამონასტრალი.ნახავ -საფლავებს, არის სახლებიც,მიმობნეული გუმბათის ჯვრები,უყურებ ცას და ისე ახლოა,ხვდები რომ ტაძარს ეჭირა მხრებით.ქვები ორსულებს ჰგვანან და შუკა,თითქოს ნაყოფად იმკიდეს მოცხარსდა ისე მინდა შემხვდეს მოძღვარი,რომ მეტაფორას წავიღებ უკან...მაგრამ სოფელი დაყრუვდა თითქოსდა ჭაჭანება ეძებს კაციშვილს,აღარც სტუმარი არც მასპინძელი,ემერდინზე რომ სუფრას გაგიშლის...გადაუხურავს სოფელს წვიმის ცადა მორჩილდება ამინდის მეფეს,გამთენიისას ძაღლი ყივის დაშეღამებისას მამლები ყეფენ,ყეფენ თავიანთ წარსულს, რომელიცშემცირებული დარჩა ტირაჟით -ხალხის!...და სოფელს თუ რა მოელის,წყდება ჩვენი და უფლის წინაშე,მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ,ვწერ და ამ სიტყვის ვდგები თავდებად -პანთეონად რომ იქცეს სამყარო,მე მაინც თქვენთან დავსაფლავდები!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი