↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვირგვინი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ცელანი პოლ

2012-08-121 წთ საკითხავი594 ნახვა

—
ხელიდან მიჭამს შემოდგომა თავის ფოთლებს: ჩვენ დავმეგობრდით.დროს ვაცლოთ ნაჭუჭს და სიარულს ერთად ვასწავლით,დრო კი ბრუნდება ისევ ნაჭუჭში.
სარკეში - კვირადღე,სიზმრად- მძინარენი,სიმართლე- პირში.
ნელა ეშვება ჩემი მზერა საყვარლის საშოსკენ,ჩვენ ერთმანეთს ვათვალიერებთ,ჩვენ ძვლივს გვესმის ერთმანეთის ბნელი სიტყვები.როგორც ხსოვნას და ყაყაჩოს, ისე გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი,ჩვენ ისე გვძინვს, როგორც ღვინოს - ნიჟარაში,როგორც ზღვას- მთვარის ელვარე სისხლში.
გადახვეულნი, ჩვენ მივდივართ ფანჯარასთან, ამოგვყურებს ქუჩიდან ხალხი:დროა, იცოდნენ ყველაფერი!დროა, ქვები ყვავილობას მიეჩვიონ,მოუსვენრად აძგერდეს გული.დროა, დრო დადგეს.
დროა.

ცელანი პოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი