↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა

რჩეულიშვილი გურამ

2014-08-121 წთ საკითხავი26620 ნახვა

—
ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა და ქანის აღების შემდეგ მსუბუქად მირბოდა სწორ ლიანდაგზე. ვანო ფანჯარასთან იჯდა გამაზუთიანებული. იქით ზღვა წყნარი იყო, ლივლივა და შორს გემი ჩანდა.- ნეტა სულ წყალშია გაკეთების მერე? - ჰკითხა ცეცხლფარეშს.- ჰო, - თქვა იმან და ნიჩბით ნახშირი შეყარა ღუმელში.- საწყალი სულ წყალშია, თან სასაცილოც არის, არა? ჰა? გააკეთებენ, ჩაუშვებენ, მერე სულ წყალშია, ძალიანაც რო უნდოდეს, ვერ ამოვა, არა? ე!- ჰო, რა, სულ წყალშია, მა რას იზამს, - თქვა ცეცხლფარეშმა ხმამაღლა. “თორე, დედიშენისამ, შენი მატარებელი ჩამოვა რელსებიდან, თუ არ დაიმტვრა”, გაიფიქრა ცეცხლფარეშმა და მემანქანის ადგილს შურით შეხედა.
[1957წ. მაისი]
შენიშვნები
ეს ნახევარგვერდიანი ნაწარმოები დაწერილია ჟან მარეს ფოტოსურათის უკანა მხარეს (იხ. წინა მოთხრობის შენიშვნა).ქვეყნდება პირველად.
რჩეულიშვილი გურამ

რჩეულიშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი