პოეზია · ლირიკა
ველური მზერით
ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაშიშენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანითმოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,ჩემს წასალეკად და გასატანადდა არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,და მზიან გულზე დარდად მოწოლა,ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანიდა ოცნებაში თრთის ვარდის ქაფადშენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.მოდი,იხუვლე,ნაპირს გადმოდი,თავდავიწყებას რახან მპირდები.მე ცარიელი ვარ კალაპოტიდა ამომავსე შენი ზვირთებით