↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოს

კურმაშვილი მარიკა

2006-09-121 წთ საკითხავი344 ნახვა

—
ჯავრმა გათელა სული საბრალო,ამიტომ ცრემლი თვალს წყდება მძივად;ამინდს როგორ და რა დავაბრალო,არა _ სხეულზე, სულში რომ მცივა?!დღეს ჩემთვის ზღვაზე არ ჩანს თოლია,ვეღარ ანათებს რატომღაც ქედს მზე,და რადგან ჯავრი შენაც გქონია,ზედ დაგემხობი ნაწამებ მკერდზე.ჩვენ მოვხვდით სულის ტკივილის დროში,მომხვდურს როგორ და რა დავაბრალოთ...გადავიფაროთ ნაგლეჯი დროშის,ნაწამებლებმა ისევ საბრალოდ.ხმა აღარ მესმის კლავიშთა, სიმთა,სევდის ნაკვალევს გრიგალი ვერ შლის...ვაჰ, გული ისე უღვთოდ გასივდა,ვერასგზით ვეღარ ეტევა მკერდში.ჩვენ ორნი მოვხვდით დროში ტკივილის,ვეღარ ანათებს დღეს ჩვენთვის ქედს მზე.და განწირული სულის კივილითუნდა დაგემხო ნაწამებ მკერდზე...

კურმაშვილი მარიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი