↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სადღაც მღერიან თეთრი გედები"

კურმაშვილი მარიკა

2006-09-121 წთ საკითხავი343 ნახვა

—
სადღაც მღერიან თეთრი გედები,სულო, დაწყნარდი და ნუ ფათურობ!მეიმედები, მეიმედები,სიტყვავ ლამაზო, მიწავ ქართულო!ვეთაყვანები მშობლიურ ენას,როგორც – თამარს და როგორც – ერეკლეს...ხმალი ნაბრძოლი კვლავ მზეზე ელავსდა იმავე მზის სხივებს ირეკლავს...რა მოვუხერხო ამხელა ტკივილს,თუ დაყუჩდება, ვიცოდე ნეტავ...აქ მტკვარი ბღავის და ქარი კივის,უმხედრო რაში კი ლაგამს კვნეტავს...მოუხვევია მთაწმინდას თალხი,სვეტიცხოველი მარჯვენას ჰფიცავს...ვეღარ ვცნობ, ისე შეცვლილა ხალხი,ვზივარ და ვითლი კუბოსთვის ფიცარს...დღეს ქართულ ცაზე რატომღაც ელავს,სულო, დაწყნარდი და ნუ ფათურობ!ვეთაყვანები მშობლიურ ენასდა ნუ უარმყოფ, მიწავ, ქართულო!

კურმაშვილი მარიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი