↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე წამები ამიღელდნენ მითებად"

კურმაშვილი მარიკა

2006-09-121 წთ საკითხავი342 ნახვა

—
მე წამები ამიღელდნენ მითებად...ზოგი წამი? – საოცარი არაკი...სული წმინდა კოცონივით ინთება,სისხლი ღელავს, ვით – მტკვარი და არაგვი.მიხარია მე დღეს წუთი ყოველი;(ქარი წარსულს კვლავ იხსენებს გოდებით...)იცი?მერვე საოცრებას მოველიშენგან, მაშინ, როცა მომაგონდები.შენზე ფიქრით წუხელ სულ არ მეძინა,შენს სიყვარულს არა, არა ვმალავდი...შენ არა ხარ არც – მექა, არც – მედინა,შენ ხარ ჩემი უკვდავება მარადი.დავბერდებით? მგონი, არა, ვით – რომი,მგონი, არა, როგორც – ძველი ათენი...ხელოვნებავ! ლეგენდობდი, მითობდი;(მე მაფხიზლებს ცრემლი,თვალთაგან ნადენი).პოეზიავ! შენს სიყვარულს კვლავ ვროშავ,ღამეს გითევ, ვით გითევდი აქამდის,(მოსთქვამს,გლოვობს ცივი ქარი ძველ დრო-ჟამს,ახსენდება ხან – მექა, ხან – აქადი...

კურმაშვილი მარიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი