პოეზია · ლირიკა
მარადისობის ბადალო!
წაკითხული თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის სტუდენტთა შეხვედრაზეგალაკტიონთან, 1955 წელს.
ლექსის ირემო - მყვირალოჩვენდა გულგასახარადა!შენ - ფეხზემოსიარულევეფხვის და მოყმის ბადალავ!
აკვანი ლექსმა გირწიაპოეტს გენიადალოცვილს!შენ უკვდავებამ გიწყვილადა უკვდავ ლექსად ამოსკდი!
დიდებად ლექსი გეყოფა,ოლიმპიელთა ხმასწორო!გიძღვნა ზვიადმა ეპოქამ -შენ - უკვდავება სახსოვრად!
ჰქუხს შენი ხოტბა უხვადა!ამ ხოტბასმ სული ამინთო!ქართული ლექსის მუხა ხარდა პოეზიის ამინდი!
მარადისობის ბადალო!სიმაღლევ მარადიანო!ქართული სიტყვის მადანო!სიმძლავრევ არაგვიანო!
დიდ არს დღეს შენი სახელი!დიდება შენი დიდია! -ქართულუ ლექსის ლანქერო!ქართული სულის მინდიავ!
გული მთხოვს, გითხრა სათქმელი!გულიც ლექსია, თითქოსდა!..გული მთხოვს, როგორც ვაჟაისიკვდილჟამ ბალახს ითხოვდა!..
შენი სიმაღლის ჭირიმე!გიღმერტა დედათბილისმა!შენ აკაკივით ტკბილი ხარ!ილიასავით ტკბილი ხარ!
მე გეტყვი სიტყვას უტყუარს!მაშნ მოვკვდე, თუ ვერ გითხრა! -შენ შთასავით ერთი ხარ!შენ ვაჟასავით ერთი ხარ!
ვინა სთქვა შენი სიბერე?!ლექსთა სარდალო, გაგვიძეღ!..და ნუ მოგვაკლებ სიმღერებს,დიდ საქართველოს გაფიცებ!