პოეზია · ლირიკა
* * * სივრცე არის და სურვილიც გაფრენის
ნანას
სივრცეც არის და სურვილი გაფრენის,თვალთა შენთა შემონთება კმარა,რომ ავმაღლდე გვირგვინებზე დაფნებისდა ავანთო უკვდავების კვარად.
შენი მშვიდი და ზვიადი მზერაამამღერებს ანგელოზთა ენაზე,დამაუფლებს მიუწვდომელ მწვერვალსდა აღმავსებს იდუმალი სინაზით.
ამ სინაზეს შეცვლის შენი თვალები.დაფნის გვირგვინს - თმათა შენტა სურნელი,გასაფრენად არ მეყოფა ძალებიდა დავრჩები შენტან ყოფნის სურვილით.